fbpx

ზოგიერთ საავადმყოფოში, რობოტები კორონავირუსის პანდემიის პირობებში მედპერსონალს ანაცვლებენ


გააზიარე სტატია

თანამედროვე პრობლემები თანამედროვე გადაწყვეტას მოითხოვს. რობოტების მწარმოებელმა კომპანია Boston Dynamics-მა თავის რობოტ ძაღლს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ახალი “სამსახური” გამოუძებნა – მოდიფიცირებული ოთხფეხა, ე.წ. Spot რობოტები, რომლებიც iPad-ებით არიან აღჭურვილნი, ექიმებს პაციენტის ოთახში ინფიცირების რისკის გარეშე შესვლის საშუალებას აძლევენ. საავადმყოფოები კომპანიას დახმარებას სთხოვდნენ. 

“ამ საუბრების საფუძველზე და ასევე პერსონალური დამცავი აღჭურვილობის (PPE) გლობალური დეფიციტის გამო,  ბოლო რამდენიმე კვირა დავუთმეთ საავადმყოფოს მოთხოვნების უკეთ შესწავლას, რათა ჩვენს რობოტ Spot-თან ერთად მობილური რობოტების გამოყენების ახალი ფუნქცია მოგვეფიქრებინა, – განაცხადა კომპანიამ. – შედეგად მივიღეთ მოსიარულე რობოტის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფრონტის ხაზის პერსონალის დახმარება”.

პროგრამის მიზანი  იმ სამედიცინო პერსონალის შემცირებაა,  რომლებიც ინფიცირების რისკის ქვეშ არიან. ”მობილური რობოტის გამოყენებით, საავადმყოფოებს საშუალება აქვთ შეამცირონ იმ სამედიცინო პერსონალის რიცხვი, რომლებიც ადგილზე არიან საჭირო და შეინარჩუნონ შეზღუდული PPE მიწოდება.”

Spot Mini რობოტი უკვე ეხმარება ბოსტონის Brigham and Women-ის საავადმყოფოს პერსონალს პაციენტების დისტანციურად მოვლაში. Boston Dynamics ახლა ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უნდა დაამატონ რობოტს ტემპერატურის, პულსის და ჟანგბადის გაზომვის უნარი. ულტრაიისფერი დასხივების დახმარებით, მათ იმედი აქვთ, რომ Spot შეძლებს ოთახის ვირუსებისგან გაწმენდას. 

 

ორიგინალი: https://futurism.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.