ფოტოგრაფიის ღამე ჭავჭავაძის 46-ში
გახსოვს ალბათ ცოტა ხნის წინ, at.ge-ზე გაჩვენეთ, კორონავირუსის გამო იზოლირებულ სამეზობლოს, რა სასიამოვნო კინო და მუსიკალური ვიდეოჩვენებების საღამოს სერია მოუწყვეს იქ მაცხოვრებელმა თიკო ბრეგვაძემ და გივიკო აზაურაშვილმა.
ეს კარგი საქმე ჩელენჯივით აღმოჩნდა და ამჯერად ჭავჭავაძის 46-ში ქეთი ებანოიძის, დიმკა ბოკერიასა და გიორგი ხაჩიძის ინიციატივით, 27 აპრილს არაჩვეულებრივი ფოტოგრაფიის ღამე გაიმართა – ეზოში მდგომი ერთერთი სკოლის დიდი თეთრი კედელი, ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის და თბილისის ფოტო ფესტივალის (Tbilisi Photo Festival) მიერ მოწოდებული, ძალიან საინტერესო არქივის სარეტროსპექციო ეკრანად გადაიქცა.
ქეთი და დიმკა კინოჩვენებებსაც გეგმავენ. მაგალითად დღეს საღამოს, ჭავჭავაძის 46-ის ეზოში, ჩარლი ჩაპლინის მუნჯი კინოს რამდენიმე შედევრს უჩვენებენ.