fbpx

ქეთუნა ყრუაშვილის კულინარიულ ფოტორეცეპტი “სუში მომენატრა”


გააზიარე სტატია

At.ge-ს რუბრიკაში “კულინარიული ფოტორეცეპტები” წარმოგიდგენთ საუკეთესო რეცეპტებს იზოლაციიდან. Bon appetit!

ჩვენს ახალ რუბრიკაში გთავაზობთ ქეთუნა ყრუაშვილის კულინარიულ ფოტორეცეპტს: სუში მენატრება

 

  • Step 1 – ნორი (ზღვის მცენარის ფურცელი, იყიდება სუპერმარკეტებში, აზიურ სექციაში)

 

  • Step 2 – ყვავილოვანი კომბოსტო, ბრინჯი შავი და თეთრი სეზამის მარცვლებით. კეთდება მარტივად: უმი კომბოსტოს ყვავილები განაცალკევეთ, გარეცხეთ, გააშრეთ და ჩოპერში რამდენჯერმე დაატრიალეთ ბრინჯის ტექსტურის მიღებამდე. (შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი მოხარშული ბრინჯით. ყვავილოვანი კომბოსტოს ვარიანტი უნახშირწყლო დიეტისთვისაა, დაბალკალორიული და სასარგებლო).

 

  •  Step 3 – მიკრო რუკოლა 

 

  • Step 4 – ავოკადო

 

  • Step 5 – ორაგულის საშიმი (უმი ორაგული, კანი ააჭერით ფრთხილად)

 

  • Step 6 – ორაგულის ხიზილალა

 

  • Final – ორაგულის კანი მობრაწეთ ტაფაზე ხრაშუნა ტექსტურამდე. გახდება ჩიფსივით. ჩასვით კერძში როგორც მოგიხერხდებათ. 

მირთმევისას გაახვიეთ ნახევარმთვარისებურად (მექსიკური ტაკოსავით) და მიირთვით სოიის სოუსთან ერთად. შეგიძლიათ სოუსი ზევიდან მოასხათ.

 

ისიამოვნეთ! 🙂

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.