“ტოსტების ძენი” და პურზე გაკეთებული იაპონური ბაღები
კორონავირუსის გამო ბევრი ჩვენგანი სახლშია გამოკეტილი. სახლში გატარებული დროის დიდი ნაწილი კი საკვების მომზადებაზე იხარჯება. იაპონელმა დიზაინერმა მანამი სასაკიმ შემოქმედებითი საუზმეების სერიის შექმნა გადაწყვიტა, ტილოდ კი ტოსტი გამოიყენა.
არაჟნის ბაზაზე დიზაინერმა ჩანგლით ქვიშის წრიული ტალღების იმიტაცია შექმნა. მაკადამიას თხილი და ნიგოზი კი სასაკიმ ქვებს მიამსგავსა, რომელთა გარშემო მატჩას მწვანე ჩაის ფხვნილით “ხავსი” შემოავლო.
ძალიან მოგვეწონა ტოსტი kintsugi-ც. სასაკი ამბობს, რომ მან უბრალოდ ტოსტი რამდენიმე ადგილას გაჭრა და ნაპრალები ოქროსფერი საკვები საღებავით ამოავსო. ნახატის ბოლო შტრიხების შესაქმნელად ხელოვანმა კეტჩუპიც გამოიყენა.
სასაკის ნამუშევრები შეგიძლიათ მის ინსტრაგრამის გვერდზე დაათვალიეროთ. პროფესიით აკვარელისტიცაა და შეგიძლიათ მისი ნამუშევრებიც შეიძინოთ.
ორიგინალი: http://www.spoon-tamago.com/