fbpx

ისრაელში მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ “კორონავირუსის გამო ჩაკეტვა უსარგებლოა”


გააზიარე სტატია


ავტორი: Maayan Jaffe-Hoffman

 

იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, ისრაელს კორონავირუსის აფეთქებასთან გამკლავება ჩაკეტვის გარეშე შეეძლო. www.arxiv.com-ზე გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში პროფესორი დევიდ გერშონი, ალექსანდრ ლიპტონი და ჰაგაი ლევინი ამტკიცებენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ინტენსიური თერაპიის საწოლები 1 მილიონზე კაცზე 100-ს აღემატება, ქალაქების ჩაკეტვა არაა საჭირო.


Covid-19-ის გამოჩენამდე ისრაელში 2000 საწოლი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 3000-მდეა გაზრდილი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაკეტვის აუცილებლობა არ არსებობდა და მისი ჩანაცვლება საზოგადოებრივ ადგილებში ჰიგიენური ქცევის საპასუხისმგებლო პოლიტიკით იყო შესაძლებელი”, – აღნიშნა გერშონმა Jerusalem Post-თან საუბარში.

გერშონმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა მოდელი, რომელიც პანდემიის გავრცელების დროს ინტენსიური თერაპიის საწოლების და ჰოსპიტლის საწოლების საჭირო რაოდენობას ითვლის. მოდელი ითვალისწინებს დაავადების თითოეულ სტადიას, ითვლის ინფიცირების სიხშირეს, ჰოსპიტალიზაციასა და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობას სხვადასხვა ჯგუფში.

ისრაელის შესაბამისი მონაცემების გათვალისწინებით, აღმოჩნდა, რომ უარეს შემთხვევაში, ყოველგვარი ჩაკეტვის გარეშე, Covid19-ით დაავადებული პაციენტებისთვის ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა 600-ს არ გადააჭარბებდა.

ჩაკეტვის ერთ-ერთი მიზანი ვაქცინის შექმნამდე დროის მოგებაა. ამ შეზღუდვებმა ხალხი შესაძლოა პოტენციურად ინფიცირებისგან დაიცვას,  “თუმცა ეს მიდგომა ეკონომიკურ ქაოსამდე მიგვიყვანს და უამრავი ადამიანი ეკონომიკური ზარალისა და ფინანსური პრობლემებისგან დაიღუპება”, – ნათქვამია 24-გვერდიან ანგარიშში.

“ინფიცირებულთა რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა არ უნდა იყოს უმთავრესი მიზანი, რადგან ჩაკეტვის ფასი ბევრად უფრო კატასტროფული იქნება,” – თქვა გერშონმა. ”მილიონზე მეტი ადამიანის უმუშევრობის ფასი იმდენად დიდია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებაზე ფიქრი სასაცილოა”.

“ჩაკეტვის მოსალოდნელ შედეგებს შორისაა უმუშევრობა, იზოლაცია და მარტოობა, შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ნარკოტიკების გამოყენება, ოჯახში ძალადობა, შიმშილი და სოციალური არეულობა”, – აღნიშნა გერშონმა.


როგორ მოხდა, რომ ისრაელმა ჩაკეტა ქვეყანა?

გერშონის მიხედვით, Covid-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზე მთავრობები პანდემიის გავრცელების უმარტივეს მოდელებს მისდევდნენ, რადგან ბოლო შემთხვევა, როდესაც მსოფლიოში სერიოზულად განიხილებოდა პანდემიის მკურნალობა, დიდი ხნის წინ იყო. პირველ ხანებში ადამიანები სიკვდილიანობის უზარმაზარ მაჩვენებელზე საუბრობდნენ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პროგნოზით, მოსახლეობის 5% დაიღუპებოდა.

ამ მოდელებისგან განსხვავებით, იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევართა მოდელის კალიბრაცია/გაზომვა რეალურ დროში სხვადასხვა ქვეყნებში COVID-19-ის შესახებ ჩატარებულ კვლევითი სტატიებზე დაყრდნობით ხდება, სადაც მოცემულია ინფორმაცია ინფექციის სიხშირის, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების, ასევე ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფ პაციენტთა რაოდენობის შესახებ.

”ჩვენ ანალიზს საფუძვლად დეტალური ჰეტეროგენული ეპიდემიოლოგიური მოდელი უდევს, რომელიც დაავადების სხვადასხვა პოპულაციურ ჯგუფებს და ფაზებს, მათ შორის ინკუბაციის, დაავადების განვითარების პერიოდს, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას, ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობას ითვალისწინებს”, – ნათქვამია კვლევაში.

გერტნერის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის მიერ მოწოდებულმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ 9 მარტს – სოციალური დისტანცირების დაწყებამდე ინფექციების მაჩვენებელი მაღალი იყო, დაახლოებით 1:3-ზე. 22 მარტისთვის ეს მონაცემები  1: 1,3-მდე შემცირდა – რაც წინა მაჩვენებელზე  ნახევარჯერ ნაკლებია. თუმცა ეს იყო ქალაქის ჩაკეტვამდე. ამის შემდეგ მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

გერშონის მიხედვით, ისრაელში დაახლოებით მილიონი ბავშვია, მაღალი რისკის ქვეშ კი მოსახლეობის მხოლოდ 13%-ია, რაც ქვეყნისთვის უპირატესობაა.


სხვა ქვეყნებში, მაგალითად, შვედეთში, სინგაპურში, ტაივანსა და სამხრეთ კორეაში, რომელთაც პანდემიის დროს ქალაქები არ ჩაუკეტავთ, ჯანდაცვის სისტემა არ გადატვირთულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა ისრაელთან შედარებით უფრო ნაკლებია.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც უმჯობესი იქნებოდა ჩაკეტვა. მაგალითად, ასეთია  გაერთიანებული სამეფო – რომელსაც არ აქვს საწოლები და ისეთი დამცავი საშუალებები, როგორიცაა ნიღბები. ასევე გერმანია, რომელიც მისი თქმით, ზღურბლზე დგას და კარგი იქნებოდა, თუ ნაწილობრივ ჩაკეტვას მაინც  მიმართავდა.

გერშონმა აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობა რადიკალურად და სწრაფად მოქმედებდა. ”ჩვენ არ გვქონდა დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სიტუაცია მძიმე იყო. მსოფლიოს 90% ჩაკეტვის დაწყებამდე მოვლენების განვითარებას დაელოდა.”

დოქტორმა ტალია მირონ-შატსიმ, ონოს აკადემიურ კოლეჯში სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა,ისრაელის პასუხს “სწრაფი და თითქმის ისტერიული” უწოდა. მისი თქმით, ისრაელი “არ პასუხობდა რეალობას, მაგრამ ითვალისწინებდა პროგნოზებს”.

“ისრაელი” არ დაელოდა იტალიას. მრუდის გასასწორებლად მომავალში გაიჭრნენ. იქ აღარ უნდა წახვიდე, სადაც სიტუაციის კონტროლი არ შეგიძლია.” 


”საუკეთესო მოდელები რეტროსპექტული მოდელებია. საუკეთესო დიაგნოზისტები კი პათოლოგიები არიან.

სამწუხაროდ, მე არ ვარ აღფრთოვანებული ამ არგუმენტებით”, – განაცხადა კვლევის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა მანფრედ გრინმა.

ექსპერტთა გუნდი სამომავლოდ კვლევების გაგრძელებას და ჩაკეტილობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების სისტემატურ გამოძიებას აპირებს.


”გამოძიებამ შეიძლება აჩვენოს, რომ ჩაკეტვასთან  დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები”,– ნათქვამია კვლევაში.

მას შეიძლება ჰქონდეს ”იატროგენეზის” მსგავსი ეფექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მედიცინა დაავადებაზე მეტად საზიანო აღმოჩნდეს.

საბოლოო დასკვნა კი ასეთია: ”მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ პოლიტიკასა და შეზღუდვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება რეალურ დროში არსებული მონაცემების საფუძველზე მიიღეს”.

 

ორიგინალი: https://www.jpost.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.