fbpx

ქეით ბლანშეტი Borderlands-ის ეკრანიზაციაში მთავარ როლზე განიხილება


გააზიარე სტატია

Variety-ის ინფორმაციით, ქეით ბლანშეტი ახალი როლისთვის იწყებს მზადებას. გამოცემის ცნობით, კინოკომპანია Lionsgate სუპერ პოპულარულ ვიდეოთამაშ Borderlands-ის მიხედვით ფილმის გადაღებას გეგმავს, მთავარი პერსონაჟის, ლილითის როლზე კი სწორედ ორი ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი მსახიობი განიხილება. 

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ვიდეოთამაშიში სიუჟეტი პლანეტა პანდორაზე ვითარდება და გალაქტიკაში გადარჩენილი ექვსი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. 

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.