fbpx

საერთაშორისო გამოცემა Artforum ქართველ ხელოვან ანდრო ერაძის ნამუშევარს გამოეხმაურა


გააზიარე სტატია


ქართველი არტისტის, ანდრო ერაძის ნამუშევარზე – “All Hands Bury the Dead/ყველას ხელი მარხავს მკვდარს”  საერთაშორისო ჟურნალმა Artforum-მა სტატია გამოაქვეყნა.  გამოცემა თანამედროვე ხელოვნების სფეროში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.  AT.ge ტექსტის ქართულ ვერსიას გთავაზობთ:

თავდაპირველი მითით –  პრომეთეს ამბით – შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცეცხლის ალზე დაკვირვება ადამიანური ცივილიზაციისთვის ახალი ჰობი არ არის. და მაინც, ანდრო ერაძის თითქმის 14-წუთიანი HD ვიდეო  – All Hands Bury the Dead, 2019 – გვახსენებს, როგორ არაამქვეყნიურად შეიძლება გამოიყურებოდეს ცეცხლი, როგორ  იქცევა ტოტები ნაცრად  და ბოლოს ნაკვერჩხალი ძალიან მკრთალ შუქს გამოსცემს. მოგვიანებით, იგივე სცენარის კადრები საპირისპირო მიმართულებით ჩნდება, ტოტი კი სიცოცხლეს უბრუნდება.

ვიდეო თავდაპირველად ისე იყო დაგეგმილი, რომ ახლა უკვე გადადებულ Tbilisi Art Fair-ს დამთხვეოდა, მაგრამ ერაძეს დახმარება არ სჭირდება. თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მან გულმოდგინე  ინტერესი გამოიჩინა სადადგმო ხელოვნებაში, მაგალითად: ვიდეო რუსთაველის თეატრში (Last Tickets Are Free, 2017) ან გარეუბნის მისაღებ ოთახში (Wave [Gesture], 2018). როდესაც Tbilisi Art Fair-მა 2018 წლის გამოფენა, სახელწოდებით War on Hold/Under Construction ნაადრევად დახურა, ერაძემ თავისი სამარხიანი ვიდეო – Stick to Your Guns, 2018 ლითონის ხარაჩოზე გადაიტანა, ნამუშევრის ახლოდან დასათვალიერებლად კი დახრა იყო საჭირო.

პირდაპირ ონლაინ რეჟიმში All Hands Bury the Dead-მ უდავოდ ნაკლებად დრამატული პრეზენტაცია უნდა გააკეთოს. და მაინც, ეს ნამუშევარი წარმატებით ასახავს ბუნებრივ სანახაობას სასიამოვნო ეფექტით მაშინაც, როდესაც პატარა ეკრანზე უყურებთ. ვიდეოს დასაწყისში, ხანძრის კადრის შემდეგ, კამერა ანდრეი ტარკოვსკის კადრების მსგავსად, ძველი სახლისკენ ინაცვლებს. ფოთლების შემდგომი კადრები შემზარავად უმოძრაოა და შესაძლოა დამაბნეველიც კი, მანამ, სანამ მამაკაცის ფეხები ტყეში არ გადაადგილდება და წინა პლანზე მწერი არ გაიფრენს. ძლიერი ქარის ამოვარდნის დროს ვიდეო აღქმის განსხვავებულ მანიპულაციებს გვთავაზობს, მრავალი მიმართულება სხვადასხვა სიჩქარით – მაყურებელს არ შეუძლია გაარჩიოს, რა არის ბუნებრივი და რა დამუშავებული ციფრულად. ბოლოს და ბოლოს, ცხადია, რომ ტოტებიც კი არ არის ისეთი, როგორიც ჩანს, ეს კი მნახველს გაურკვევლად, მაგრამ მაინც მოჯადოებულად ტოვებს.

 

ორიგინალი: https://www.artforum.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.