fbpx

გასაბერი ფარი, რომელიც შესაძლოა კარანტინის შემდგომ სოციალიზაციისთვის გამოვიყენოთ


გააზიარე სტატია

MARGstudio-მ, Alessio Casciano Design-მა და Angeletti Ruzza-მ შექმნეს ფერადი, გასაბერი  ფარი, რომელსაც  კორონავირუსის პიკის შემდგომ ადამიანთა სოციალიზაციისთვის  გამოყენებენ.  იტალიელმა დიზაინერებმა შექმნეს კონცეფცია, რადგან მათ სურდათ ეპოვათ გზა, რომლითაც ადამიანები რესტორნებსა და მეგობრების სახლებში სტუმრობას და ჭამას შეძლებდნენ. .

“ფარი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს მიირთვას ლანჩი, სასმელი ან სადილი საზოგადოებრივ ადგილებში მეგობრებთან და ოჯახთან ერთად,  – განაცხადა ანალისა გრასელიმ. – ფარის მთავარი დანიშნულებაა დაიცვას ადამიანები და ამავე დროს, უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება ჭამა-სმისას”. 

კორნოვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისა და მედპერსონალისთვის სახის ფარები პერსონალური დამცავი აღჭურვილობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, ისეთი ცნობილი კომპანიები კი, როგორებიცაა Apple, Foster + Partners და Nike, ამ პროდუქტს აწარმოებენ, რადგან მსოფლიოში მისი დეფიციტია.

ამასთან, იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი ნიღაბი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის კი არა,  იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება სურთ მაშინ, როდესაც კარანტინის რეგულაციები შემსუბუქდება, მაგრამ სოციალური დისტანცია კვლავ დღის წესრიგში იქნება. 

ფარის სახელწოდებაა Soffio, რაც ინგლისურად “გაბერვას” ნიშნავს. გასაბერი სტრუქტურა პოლივინილის ქლორიდისგანაა დამზადებული, მას ასევე გააჩნია პლასტმასის ჩაფხუტი (ნიღბის გამჭირვალე ნაწილი) და რეზინის სამაგრი. ფარი განლაგებულია სახისგან მოშორებით, რათა მომხმარებელმა შეძლოს ჭამა ან დალევა მისი ტარების დროს.

“იგი განსხვავდება სხვა ნიღბებისგან, რადგან ეს არის კონსოლური ნიღაბი: მის შიდა მხარეს ჩვენ შევქმენით “დაცული პირადი სივრცე”, რომლის მეშვეობითაც ჭამა და დალევა შეგიძლიათ. მაგალითად, პიცის ან ჭიქა ღვინის მირთმევის დროს, პარალელურად, შეგიძლიათ მეგობარს შეხედოთ, ესაუბროთ ან მოუსმინოთ – ნიღაბი ყურებს არ ფარავს”, – განმარტა გრასელმა.

დიზაინერები იმედოვნებენ, რომ დამცავი ფარი რესტორნებსა და ბარებს მალე გახსნაში დაეხმარება. მათი თქმით, Soffio ხელს უწყობს სოციალიზაციის იგივე ქმედებების განხორციელებას, რასაც აქამდე ვაკეთებდით, მაგრამ უსაფრთხო გზით. 

თითოეული ნიღბის დამზადება შესაძლებელია ერთ ევროზე ნაკლები ღირებულებით, დიზაინერები კი ფიქრობენ, რომ დისტრიბუციას თავად რესტორნები და ბარები განახორციელებენ, რომლებმაც შესაძლებელია პროდუქცია დაბრენდონ. “რეალიზება და დისტრიბუცია ძალიან მოკლე ხანშია შესაძლებელი, ახლა სამყაროში კორონავირუსია და შესაბამისად, პრობლემაც დღესვე უნდა მოვაგვაროთ”. – აღნიშნა გრასელიმ.

ორიგინალი: https://www.dezeen.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.