fbpx

ილონ მასკი: 5-10 წელში ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას არავერბალურად დაამყარებენ – Business Insider


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ჯესიკა სნოუვაერტი

 

ილონ მასკმა The Joe Rogan Experience-ის პოდკასტში განაცხადა, რომ შესაძლებელია 5-10 წელში ადამიანებმა არავერბალურად დაამყარონ ურთიერთობა. ინტერვიუს დროს მან მთელი რიგი თემები განიხილა, დაწყებული ტვინის იმპლანტაციის მოწყობილობებიდან, დამთავრებული სახლის პრობლემებით. 

 

“მომავალში დადგება დრო, როდესაც ერთმანეთის გონებას წავიკითხავთ და ერთმანეთს რაიმე სახის არავერბალური, არაფიზიკური გზით დავუკავშირდებით: მონაცემები ერთი მეორესთან ისე გადაიცემა, რომ პირის გამოყენება არ დაგვჭირდება?”

– ჰკითხა წამყვანმა მასკს. მან კი უპასუხა, რომ ზუსტად ასე მოხდება. მიუხედავად ამისა, ის არ საუბრობს მხოლოდ მესიჯობაზე, სნაპჩატის გამოყენებასა და იმეილებზე – ილონი სიმბიოზის სისტემას ხედავს ხალხსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის, რაც შესაძლებლობას ქმნის, რომ ადამიანებმა სიტყვების გამოყენების გარეშე გაცვალონ იდეები. 

 

“ჩვენი ტვინი დიდ ძალისხმევას ხარჯავს კომპლექსური კონცეფციის სიტყვებად ქცევაში, ამ დროს კი ბევრი ინფორმაცია იკარგება. ამბობთ სიტყვებს, შემდგომ ინტერპრეტაცია ხდება და ბოლოს მსმენელი მას გარდაქმნის”, – განაცხადა მან.

მასკი წარმოიდგენს, რომ ადამიანების ინტეგრირება სისტემასთან შეუფერხებელი იქნება, რათა კომუნიკაცია უფრო სწრაფი და ზუსტი გახდეს. “ძალიან რთულია კონცეფციის გადმოცემა სიზუსტით, რადგან  კომპრესია და დეკომპრესია ხდება. შესაძლებელია ყველა სიტყვა სწორად ვერც გაიგოთ, შესაბამისად, კომუნიკაცია რთულია.”

სწორედ ამიტომ, ის არავერბალურ კომუნიკაციას შესაძლებლობად აღიქვამს და თვლის, რომ ამ გზას უკვე ვადგავართ. “რაღაც დოზით უკვე კიბორგები ვართ, არა? რადგან გვაქვს მობილური, ლეპტოპი, ელექტრონული მოწყობილობები. თუ მობილური თან არ გაქვთ, ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს რაღაც გაკლიათ.”

 

მასკის კომპანია Neuralink მუშაობს ტვინის იმპლანტაციაზე – პაციენტის ტვინს ისე დაუკავშირდებიან, რომ ტვინის დაზიანებასა და ტრამვებს უმკურნალებენ.

მისი ჩადგმა პაციენტის თავში სავარაუდოდ, ერთ წელში იქნება შესაძლებელი.

ილონის განცხადებით, სანერვიულო ჯერ არ გვაქვს, რადგან არავერბალური კომუნიკაციის დანერგვას დრო სჭირდება. ის საკმაოდ ოპტიმისტური ადამიანია, როდესაც საქმე “ტესლას” ეხება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. მაგალითად, მასკმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლომდე ტესლა შეძლებდა მომხმარებლის სახლიდან ოფისში გადაადგილებას, ადამიანის ჩარევის გარეშე. ეს ტექნოლოგია სრულად ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.

 

სრული ინტერვიუს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ 

ორიგინალი: https://www.businessinsider.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.