fbpx

სასურსათო ბაზრების ახალი დიზაინი სოციალური დისტანცირებისთვის – ჰოლანდიური სტუდიის ახალი კონცეფცია


გააზიარე სტატია

ავტორი: ემი ფრეარსონი

ჰოლანდიურმა სტუდია Shift Architecture Urbanism-მა  შეიმუშავა მოდელი ქუჩის ბაზრისთვის, სადაც ადამიანები ახალი პროდუქტების შეძენას კორონავირუსის პანდემიის დროს  ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ. ამ კონცეფციას ჰიპერლოკალური მიკრომარკეტები ეწოდება და დიზაინი 16 კვადრატული მეტრის ბადეებისგან (ე.წ. გრიდებისგან) შედგება. იდეა მარტივად განხორციელდება ნებისმიერი ქალაქის საჯარო მოედნებზე, ადამიანები ბოსტნეულის, ხილის, რძის პროდუქტებისა და ხორცეულის შეძენას კი სოციალური დისტანციის ნორმების დაცვით შეძლებენ.

მსოფლიოს ბევრმა ქალაქმა, მათ შორის, როტერდამმა, გადაწყვიტა, რომ საჯარო მარკეტები დაიხუროს ან შეიზღუდოს. სწორედ ამის საპასუხოდ შეიქმნა ეს კონცეფცია. რეალურად, ეს დაწესებულებები ნამდვილად სარისკოა, ადამიანებს დიდ რიგებში მოცდა უწევთ მაღაზიაში შესვლამდე, შემდეგ კი ცარიელი დახლები ხვდებათ.

“დამცავი ზომებითაც კი ძალიან რთული და ალბათ შეუძლებელიცაა, რომ ტრადიციულ ბაზრებში გამოვრიცხოთ ინფიცირების რისკი, მაგრამ ეს სუპერმარკეტებშიც ხდება, რომლებიც კვლავ ღიაა. სოციალური დისტანციის წესების კონტროლი ძალიან რთულია და ბევრი ადამიანი ეხება ერთსა და იმავე პროდუქტს”, – განაცხადეს არქიტექტორებმა. მათი აზრით, კიდევ ერთი საკითხია ის, რომ ყველას არ აქვს სუპერმარკეტში საჭირო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა. “ბევრი ოჯახია დამოკიდებული ქუჩის ბაზრებზე, მათი დახურვა კი გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს სუპერმარკეტებში მოუწევთ პროდუქტის შეძენა  და ყველაზე დაუცველი ჯგუფი ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდება”.

ჰოლანდიური სტუდიის შემოთავაზება ემყარება იმ აზრს, რომ არსებული ბაზრები  დაშალონ და ახლო-მახლო ადგილებში “გაფანტონ”. ისინი ამ იდეას უწოდებენ “მიკრობაზრებს.  თითოეული მიკრობაზარი სულ  სამი დახლისგან შედგება, რომლებიც ორგანიზებულია 16 კვადრატული მეტრი ბადის გარშემო. აქვს ერთი შესასვლელი, მაგრამ ორი გასასვლელი, თითოეულ დახლს აქვს ორი მხარე – , ერთი შეკვეთისთვის და ერთი შესაგროვებლად. მხოლოდ ექვს ადამიანს შეუძლია სივრცეში ერთდროულად ყოფნა, მაგრამ თავისუფლად მოძრაობა.  

ერთადერთი წესია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იმყოფებოდეს ერთ “კვადრატში”. დახლებთან უფრო მეტი შეფუთული პროდუქტი იყიდება, რათა თითოეული მომხმარებლის მიერ დახარჯული დრო შემცირდეს. ბაზრის დაყენება და ალაგებაც არ იქნება რთული, რადგან გარემოვაჭრეები მიჩვეულები არიან მოძრაობასა და სხვადასხვა ადგილებზე ყოფნას.

“დისპერსიის მოდელმა უნდა შეცვალოს კონცენტრაციის ყოფილი მოდელი, დროსა და სივრცეში”, – განაცხადეს არქიტექტორებმა. “ეს შესაძლებელია დიდი ბაზრის მიკრობაზრებად დაყოფით. იმის ნაცვლად, რომ მაღაზიაში წახვიდეთ, მაღაზია თავად “მოვა თქვენთან”.

 

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.