fbpx

ბოსხის “მიწიერი ტკბობის ბაღის” შესახებ ახალი ინტერაქტიული გიდი მოგითხრობთ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Christopher Jobson

მაღალგანვითარებული ტექნოლოგიისა და მრავალი ინსტრუმენტის მიუხედავად, ინტერნეტით ხელოვნების ისტორიის შესწავლა არც ისე ადვილია. ონლაინ სივრცეში რთულია შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც კონკურენციას შესანიშნავ მასწავლებელს გაუწევდა, რამდენადაც მას მხატვრული ნამუშევრების წარდგენა და გარჩევა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე შეუძლია. 

თუმცა ეს ახალი ინტერაქტიული გამოფენა – ბოსხის  “მიწიერი ტკბობის ბაღი” სრულიად საპირისპიროში გვარწმუნებს.

საიტი კინორეჟისორებმა, ფოტოგრაფებმა და ხელოვნების ისტორიკოსებმა  დოკუმენტური ფილმის,  Hieronymus Bosch, Touched by Devil-ის ფარგლებში შექმნეს.  

“ინტერაქტიული დოკუმენტური ფილმი” საშუალებას გაძლევთ ნახატი წარმოუდგენელი დეტალების სიზუსტით, ფუნჯის უმცირესი მონასმების დონეზე შეისწავლოთ და ამავე დროს, ხმოვან ჩანაწერსაც მოუსმინოთ. 

სხვადასხვა მონაკვეთზე გადასვლისას ნახატის 40-ზე მეტი ნაწილის შესახებ ინფორმაციას აუდიოესეების სერია მოგითხრობთ. ეს შეიძლება იყოს იმის დამადასტურებელი მაგალითი, რომ მსურველებისთვის ინტერნეტით ხელოვნების დიადი შედევრების შესწავლა შესაძლებელია. 

კარგი იქნება, თუ დამთვალიერებელი ამ ფორმით სხვა ნამუშევრებსაც გაეცნობა. .

დოკუმენტური და ინტერაქტიული გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს ემთხვევა, რომელიც ნიდერლანდების მუზეუმში აღინიშნება. მუზეუმში ამჟამად ბოსხის 39 ნამუშევარი  – გადარჩენილი ტილოების უმეტესი ნაწილია გამოფენილი.

სხვა ნამუშევრების  სანახავად შეგიძლიათ Google Art Project-ით ისარგებლოთ.

P.S. გასულ კვირას კანზასში მეტაფილტრის საშუალებით ბოსხის ახალი ნახატი აღმოაჩინეს.


ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.