fbpx

სტუდია “რუმსის” სკამები მეხიკოში MASA-ს გამოფენაზე წარმოადგინეს


გააზიარე სტატია

ავტორი: Kristine Klein

მოღუნული ლითონის ბანერი, სარკისებური ეკრანი, წრიული ბოჭკოვანი ჭაღები – ამ და სხვა ექსპონატებს მეხიკოში Masa-ს საგამოფენო დარბაზი მასპინძლობდა.

Recover/Uncover-მა წარმოადგინა ავეჯი, განათება და სკულპტურა კონტრასტული ელემენტებით ისეთი დიზაინერებისგან, როგორებიც არიან  მიშა კანი, Masa-ს თანადამფუძნებელი ჰექტორ ესრავე და Rooms.

შოუში წარმოდგენილი იყო შეკვეთილი და შეზღუდული რაოდენობის  ნამუშევრები, რომლებიც, შეუძლებელია რომელიმე არქიტექტურულ კატეგორიასა და ტიპებს მიაკუთვნო. 

Masa აღნიშნავს წინააღმდეგობას, როგორც მუდმივი პროცესის რეფლექსიას – წარმოადგენს ცხოვრების, ფიქრისა და რაც მთავარია, შერიგებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს”, – ნათქვამია Masa-ს განცხადებაში.

”Recover / Uncover-ის ნაწილები განუსაზღვრელი სპექტრის ზღვარზე, სტაგნაციის მიღმა არსებობენ და მკაცრი არქეტიპების  გამოძახილს არ მიჰყვებიან”.

Masa გამოფენას მეხიკოში მდებარე ციხესიმაგრეში მასპინძლობდა, რომელიც გერმანელმა დიდგვაროვნებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ააგეს. ქვის ექსტერიერის მქონე მრგვალი კოშკი აგურითაა ნაშენები. შიდა სივრცეში მუქი ხისგან დამზადებული ჭერი, სვეტები და ჩარჩოები გვხვდება.

ციხე მოგზაურებისთვის გალერეებს შორის პოპულარობით მეორე ადგილზეა, მას შემდეგ, რაც ის გასულ წელს გამოფენით გაიხსნა.

პირველი გამოფენის მსგავსად, ახლაც საგამოფენო ნივთები შენობის მთელ სივრცეში განათავსეს. ზოგიერთი მოთავსებული იყო პლინტუსებზე, ზოგი კი ისტორიული ინტერიერის კედლებსა და ჭერზე დაამაგრეს.

ესრავეს ლენტის მსგავსი მეტალის სკულპტურა ჭერსა და მომიჯნავე კედელს ებჯინება, ამავდროულად, იგი ციხის დეკორატიული კიბის თავზეა მოთავსებული.

VIDIVIXI-მა ქრომირებული სარკის მქონე ეკრანი წარმოადგინა, რომელიც, ერთი მხრივ, ოთახს ყოფს, მეორე მხრივ კი, მას არეკლილი სივრცის საშუალებით აფართოებს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ამერიკელი დიზაინერის, მიშა კანის სანათი და Tbilisi studio Rooms-ის ხის სკამი.

კანის დაწნული ჭაღი ბოჭკოებს, ბუნებრივ ნარჩენებსა და და მინის ქანდაკებებს აერთიანებს. Rooms-ის სკამი კი შავი, U-ს ფორმის ერთმანეთთან დაკავშირებული სავარძლებითაა შექმნილი.

პერლა კრაუსეს ოთახის ინსტალაციაში გამოყენებულია ძველი მასალა, ნატეხი ქვები და საჭრელი დაფები.

გამოფენა შენობის კედლებს სცდებოდა, მრავალი ქანდაკება გაზონზე  განათავსეს,  მათ შორის, ადელინ დე მონსეინატის წრიული სკულპტურა და მარიო გარსიას ქვებისგან შექმნილი სკამი.

Masa 2019 წელს ესრავემ ხელოვნების კურატორებთან – კრისტობალ რიესტრასთან,  ბრაიან თორენთან, რობერტო დიაზ სესმასა და ისააკ ბისუსთან ერთად დააფუძნა. Recover/Uncover-ის კურატორი Su Wu იყო.


ორიგინალი: https://www.dezeen.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.