მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოებისადმი მიძღვნილ კონცერტზე დაუკრავს
გააზიარე სტატია
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოებისადმი მიძღვნილ კონცერტზე 8 დეკემბერს სოლოს შეასრულებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ნობელის პრემიისადმი მიძღვნილი გალა კონცერტის ისტორიაში პირველად, სტოკჰოლმის ფილარმონიულ ორკესტრს ქალი დირიჟორი, კარინა კანელაკისი უხელმძღვანელებს.
ნობელის პრემიისადმი მიძღვნილი კონცერტი ლაურეატების საპატივსაცემაოდ ტარდება. კონცერტს ესწრებიან შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და ნობელის ფონდის სტუმრები.
წყარო: https://www.nobelprize.org/