fbpx

გაიცანით ელენე რუხაძე, იგივე Foxy_Eleniko – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ტიკტოკერი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

კარანტინის პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა სოციალური ქსელი TikTok, რომელსაც მანამდე უფრო ბავშვები იყენებდნენ. დღეს კი Tik Tok-ზე უამრავი ცნობილი სახეა, თუმცა ტიკტოკს თავისი ცნობილი სახეებიც ჰყავს. 

At.ge დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ, რომელსაც თითქმის 80 000 გამომწერი ჰყავს და ტიკტოკერებს განსაკუთრებულად უყვართ – ესაა Foxy_Eleniko, იგივე ელენე რუხაძე. მოისმინეთ მისი რჩევები, თუ ტიკტოკერობა გსურთ.

 

ელენიკო, მოგვიყევი შენ შესახებ –  რა პროფესიის ხარ, სად სწავლობდი, სად მუშაობ…

პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მუშაობა რომ დავიწყე და პირველი ხელფასი ავიღე, 16 წლის ვიყავი, ერთ-ერთი საიტისთვის თბილისის ქუჩის მოდას ვიღებდი. პარალელურად, ფოტოგრაფობა არასდროს შემიწყვეტია. ჩემი პროფესიითაც ბევრგან მიმუშავია, უბრალოდ ოფისი და ოთხ კედელში ყოფნა მაინც სტრესულია. ამჟამად ასე კონკრეტულად არსად, მაგრამ თან ბევრგან ვმუშაობ, ანუ “ფრილანსერი” ვარ. ვიღებ ქორწილებს, სარეკლამო გადაღებისას ვმუშაობ ქასთინგზე, ვმართავ რამდენიმე კომპანიის სოციალურ ქსელს,  ასევე შეკვეთებს ვასრულებ გრაფიკული დიზაინის სფეროში.

 

როგორ აღმოაჩინე ტიკტოკი?

პირველად ახალი წლის დღეებში გადმოვწერე, მაგრამ კარანტინმა აღმომაჩენინა უფრო აქტიურად.

 

გვაჩვენე შენი პირველი ვიდეო

@foxy_elenikoHome sweet home 😍 ##home ##christmas ##decoration ##christmastree♬ Falling – Trevor Daniel

 

გვაჩვენე შენი ყველაზე პოპულარული ვიდეო ტიკტოკიდან

ნახვების მიხედვით ეს ვიდეო ყველაზე პოპულარულია.

@foxy_elenikoFirst tattoo♬ Love Me Again – John Newman

და გამოხმაურებების მიხედვით ესენი:

@foxy_elenikoTravel in 2020… 🙈😅 insp;@thebradyclayton♬ Crystal Dolphin – Engelwood

 

@foxy_elenikoნუ გჯერათ მითების დიეტებზე 🤦🏼‍♀️😅♬ Savage – Megan Thee Stallion

 

@foxy_elenikoმეც მინდოდა ასეთი შარვალი 🤷🏼‍♀️😅🙈❣️ ვინმე თუ გააკეთებთ დამადუეტეთ ❣️Insp : @brittany.xavier♬ Juicy – Doja Cat

 

როგორ უნდა გახდე ცნობილი ტიკტოკერი?

ეს პასუხი მხოლოდ ტიკტოკს კი არა, ყველა სოციალურ ქსელს ეხება – უნდა იყო გულწრფელი, ეს ჩემი აზრით, ყველას აკლია დღეს, რასაც ვუყურებ.

 

როგორ ფიქრობ, რატომ არის ტიკტოკი ახლა ყველაზე აქტუალური?

ეს კითხვა ალბათ ყველა ბლოგერს აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსგავსი აპლიკაცია გვახსოვს (Vine, Musically…), TikTok-მა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ჩემთვის საკმაოდ პოზიტიური და ჭკვიანი აპლიკაციაა, ერთადაა თავმოყრილი იუმორი, კულინარია, კრეატივი, ცეკვები და მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს გაინტერესებდეს.

 

ყველაზე აქტიურად რომელ სოციალურ ქსელს იყენებ?

ჩემთვის სოციალური ქსელი დროთა განმავლობაში იცვლება. 2 წლის წინ ყველაზე აქტუალური Facebook იყო (ახლა მხოლოდ მიმოწერისთვის და ჩემი ფოტოგრაფიის გვერდის სამართავად ვიყენებ), შემდეგ ინსტაგრამზე გავაქტიურდი, ამჟამად TikTok-ს უფრო ვსქროლავ და ინსტაგრამის სთორები ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ფოტოებს მაინც ინსტაგრამზე ვდებ.

 

შენი ფავორიტი ტიკტოკერი ვინ არის? დაასახელე ქართველიც და უცხოელიც.

უცხოელებიდან charlidamelio და  addisonrae როგორ არ ვთქვა, ასევე  anaocto, lilbittylivie, daisyjelley, daviddobrik, lizzza, joshjjo, sarahmagusara, avani.

ქართველებიდან კი lizadarchi, bera_nanuka, marisunny7, annloladze, mariamqarosanidze, giodanell, chris_tinn., mariamnozadze, tatokarchava, sabach00,

მხოლოდ ერთის არჩევა მიჭირს, რადგან   ყველა თავისებურად კარგია.

 

რა არის მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიო ტიკტოკზე?

ფინანსური მხარის გარდა საქართველოში არ ვიცი, აქ  ყველაფერი ცოტა რთულადაა და უცხოეთში ჩარლი დამელიოს მაგალითს თუ ავიღებთ, რა ვიცი, she’s just living her best life, მხოლოდ იმიტომ, რომ ტიკტოკზე ყველაზე ცნობილი გოგოა 15 წლის ასაკში.

 

თუ შეიძლება ტიკტოკის გამოყენებით მაგალითად, პროფესიული განვითარება?

გააჩნია რა სახის ვიდეოებს დებ. თუ მხოლოდ გასართობად იყენებ, ნაკლებად, და თუ ვინმეს რამეს ასწავლი და შენ თვითონაც  ვითარდები, რატომაც არა. 

 

თუ არის ტრენდი, რომელსაც ვერ აკეთებ?

რა თქმა უნდა, ბევრია ეგეთი

 

შენი საყვარელი ტრენდი რომელია?

ანიმეს ტრენდმა ძალიან შემაყვარა თავი, ერთადერთი ვიდეოა, რომლითაც ვამაყობ და ისე მიყვარს, წლები რომ გავა, მერეც  სიამოვნებით ვუყურებ. ჩემი გრაფიკული ნახატი მეგობარმა დამიხატა.

 

@foxy_elenikoლაიქები და კომენტარები შეგვიაძლია გავათანაბროთ? 🙈❣️ ნახატისთვის მადლობა მანი ჩიხლაძეს ❣️♬ idek what this sound is anymore – kokichis_checkered_scarf

 

როგორ ფიქრობ, რა ჯობია, მიმართულება აირჩიო, მაგალითად, კულინარია, ფიტნესი, ცეკვა და ა.შ. თუ შერეული კონტენტი გქონდეს?

რა თქმა უნდა, ჯობს ნიშა გქონდეს არჩეული.  მე რადგან ასე კონკრეტულ სფეროში არ ვარ და ბევრი რამ მაინტერესებს, lifestyle ნიშა მაქვს მორგებული.

 

რა რჩევას მისცემდი, ვინც ახლა იწყებს ტიკტოკერობას?

სიმართლე გითხრათ, გართობისთვის გადმოვწერე ეს აპლიკაცია, და ისეთი ჩამთრევია, ჩემი მეორე პლატფორმა გახდა, სადაც ამჟამად აქტიურად ვდებ ვიდეოებს, მაგრამ მაინც თავს ახალბედად ვთვლი. კარანტინის დრო მხიარულად გადამატანინა და რადგან ამ ცოტა დროში მოვახერხე ამდენი ადამიანისთვის თავის შეყვარება, გავიმეორებ და ვიტყვი: იყავით კრეატიულები, გულწრფელები, განსხვავებულები და აუცილებლად შეაყვარებთ თავს თქვენს გამომწერებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.