fbpx

გამოვიდა ლუას და ნიკო გიგინეიშვილის ახალი EP – Tender Babies


გააზიარე სტატია

24 მაისს გამოვიდა ლუას (ქეთათო ნერგაძე) და ნიკო გიგინეიშვილის EP, რომელსაც  მათივე ჯგუფის სახელი ჰქვია – Tender Babies.

ჯგუფის არაოფიციალური ისტორია 2016 წლიდან იწყება, როდესაც ქეთათომ დღევანდელი ალბომის გარეკანის ნახატი დახატა, რის შემდეგაც ლუამ და ნიკომ ერთად დაიწყეს სიმღერების წერა. “ყოველთვის გვინდოდა, რომ ერთად შეგვეკრა, ამ კარანტინის  დროსკი   ავისრულეთ ეს ნანატრი სურვილი”, – Tender Babies-ის წევრი ნიკო გიგინეიშვილი.

მუსიკალური სტილის მხრივ Tender Babies აკუსტიკური ცოცხალი ალბომი ინდის, ალტერნატივისა (ბრიტპოპი) და ფოლკის გადაკვეთებზეა.

AT.ge: რა ისტორია აქვს ახალ ალბომს? 

ნიკო გიგინეიშვილი: პირველ რიგში, სახელთან დაკავშირებით: ჩემი ფავორიტი სიმღერა, როდესაც ქეთათო გავიცანი (2015 წლის 17 სექტემბერი), იყო Blur ის Tender (ვისაც არ  მოგისმენიათ, აუცილებლად მოუსმინეთ). აქედან მოყოლებული დღე არ გავიდოდა, ეგ სიმღერა რომ არ გვემღერა სადმე – გიტარაზე, პიანინოზე, ქუჩაში, კონცერტის წინ, კონცერტზეც. 

ტექსტი იმდენად საყვარელია, მე ლუას ყოველ დაბადების დღეზე (7 მაისი) ვჩუქნიდი ჩვენი ფოტოების კოლაჟს, სადაც 1 სურათზე Blur-ის თენდერის 1 ხაზი გასდევდა სუბტიტრებად. 1 კუპლეტზე და მისამღერზე 27 სურათი გამომდიოდა – 27-სურათიანი საყვარელი კოლაჟი ყოველ წელს. თავფურცლად კი ქეთათოს დახატულ სურათს ვიყენებდი. 

სათაურში პირველად Tender დავაწერე, შემდეგ წელს Tender vol.2, იმის შემდეგზე კი Tender Babies –  ასე უნებლიეთ და პროგრესიულად შემთხვევით მომაფიქრდა ბენდის სახელი, რომელიც 1 წლის მერე გავუმხილე ქეთათოს და ძალიან მოეწონა, ხოლო ამ წლის დაბადების დღეზე, კარანტინობის ჟამს, უკეთესს საჩუქარს რას გავუკეთებდი, თუ არა Tender Babies ალბომს და რომელმაც კოლაჟის იდეასაც კი გადააჭარბა.

ალბომის კონცეფცია კი ასეთია: ყველაფერი ჩავწერეთ თითქმის 1 დუბლში, ცოცხლად 1 მიკროფონით, ყველანაირი გასწორების და დამუშავების გარეშე. გვაქვს შეცდომებიც, რომლებიც მოგვწონს და მის გამოსწორებაზე არც გვიფიქრია, გვაქვს ასევე ოთახის და გარემოს ზედმეტი ხმები (შუმი), რომლის მოშორებაც ვცადეთ, მაგრამ მერე არ მოგვეწონა, ამიტომ ყველაფერი ბუნებრივი და ნატურალურია, ნამდვილი ცოცხალი თბილისური, ოთახ-ოჯახური ალბომია, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე.

 

სხვა რა ალბომები ან სინგლები აქვს გამოშვებული?

Tender Babies დებიუტია, ასე რომ, ერთიანად არაფერი. ისე Lua-ს შემოქმედება შეგიძლიათ ნახოს მის სოციალურ გვერდებზე – Youtube, Soundcloud, Facebook, Instagram.ის ძალიან აქტიურია და ბევრ ცნობილ გადაცემაში  მონაწილეობს. რაც შემეხება მე, მყავს საკუთარი ჯგუფი Wi-Fi, რომლის მოძებნაც სოციალურ ქსელში არ გაგიჭირდებათ.

 

სად შეიძლება Tender Babies-ის მოსმენა ან შეძენა?

ალბომი გამოდის 24 მაისს, მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება Youtube-ზე, Soundcloud-ზე და სურვილი გვაქვს Spotify ზეც. ოდნავ მოგვიანებით (მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში) გამოიცემა CD დისკები, რომლებიც გაიყიდება ონლაინ, სიმბოლური ფასი იქნება 5 ლარი. 5 სიმღერაა და თითო ლარად. მიტანის სერვისს ჩვენვე ვუზრუნველყოფთ.  უბრალოდ უნდა მოგვწეროთ თქვენი მისამართი დეტალურად და ჩვენ თვითონ, პირადად ჯგუფი Tender Babies მოგიტანთ სახლში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.