fbpx

მოდა არასდროს ჩერდება! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi


გააზიარე სტატია

 

ავტორი: L’Officiel Baltics

 

ჩვენ გარშემო არსებული ვითარების გამო, მსოფლიო წარმოება  დამფრთხალი და შეშფოთებულია, მაგრამ მოდა მაინც არასდროს ჩერდება. მაშინ, როდესაც ჩვენებები შეწყვეტილია და მოდის ფუნდამენტური პრინციპების გადაფასება ხდება, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კვლავ ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა დიზაინერების განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. Coca-Cola-ს ყოფილი ქარხანა, ამჟამად უკვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, უპრეცედენტო ადგილია, რომელიც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის შემდეგ სეზონს უმასპინძლებს.

ხელოვანებისა და ოსტატებისთვის ინდუსტრიული ნაგებობები ყოველთვის მიმზიდველია, მსგავს შენობებში გამოფენები და კულტურული ღონისძიებები კი – მუდმივად აქტუალური.

27 000 კვარდატულ მეტრზე გაშლილი ქარხნის  რეორგანიზაცია ქმნის ქსელს, რომელიც აერთიანებს: ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, მასპინძლობს არტისტებს მთელი მსოფლიოდან, ეს შესაძლებლობაა ფოტოგრაფებისთვის და შთაგონების წყარო დიზაინერებისთვის, რომ მოაწყონ workshop-ები და საზოგადოების წინაშე წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის სამუშაო გუნდი ფიქრობს, რომ ამ სივრცეს კიდევ უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ხელოვნების და კულტურის ცენტრი ახალი სახლია ღონისძიებისა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ოფიციალური განრიგით, მაისის პირველ ნახევარში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არსებული მდგომარების გამო, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გადაწყვეტილებით, მოდის კვირეულის გახსნა გადაიდო, რაც რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის გაუქმებას. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შეზღუდულია, საწარმოო ინდუსტრია გარდაუვალი ცვლილებების წინაშე დადგა. თბილისის კულტურული ქსელი კი იდეებით ივსება. ხელოვანებზე ყურადღების გადატანა და მათი გამხნევება, რომ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები გაუზიარონ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სოფია ჭყონია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამაარსებელი და კრეატივ დირექტორია,  იგი ასევე ცნობილია, როგორც ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მან შექმნა პლატფორმა, რომელიც სასურველ გარემოს უზრუნველყოფდა კრეატიული ადამიანებისთვის, აღადგენდა კავშირებს და აწყობდა კომფორტულ სივრცეს იდეების გაზიარებისთვის. ამ მიდგომით, თბილისის მიზანია გააძლიეროს საკუთარი პოზიცია, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი გახდეს Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში.

მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა –  Mercedes Benz Fashion Week Tbilisi – ქართველი დიზაინერების შთაგონების წყარო  გახდა. მედიის წარმომადგენლებისა და მოდის მოყვარულების დამსახურებით, ქართველი დიზაინერების კოლექციები მთელ მსოფლიოში ცნობილია და გასაყიდად უზარმაზარ ბაზარზე გადის. ლადო ბოკუჩავას უპრეცედენტო ფერები ან თათუნას უსაზღვრო მინიმალიზმი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი იდენტობის იდეალური გამომხატველია. 2020 წლის მოდის კვირეულზე მათი ნამუშევრების ხილვამ კი აშკარა გახადა, რომ მოახლოებული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოლოდინი ნამდვილად ღირს.

 

Alexandre Akhalkatsishvili

ალექსანდრე ახალკაციშვილი არასდროს უშინდება კოლექციაში ტყავის მსგავსი მასალის გამოყენებას და ამტკიცებს, რომ ტყავი ნამდვილად ელეგანტური გარდერობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სადა სილუეტები და ინდუსტრიული ბუნება, მისი დეტალები წლების განმავლობაში წამყვანი მოდის მნიშვნელოვან ნაწილებს ქმნის.

 

ANOUKI

ANOUKI პირველი ბრენდია თბილისში, რომელიც Vogue Italia x Yoox The Next Talents-თვის აირჩიეს. ის ცნობილია კლასიკური სილუეტების, უცხო მასალისა და გაზვიადებული დეტალების სინთეზით.

 

George Keburia

გიორგი ქებურიას ხშირად დემნა გვასალიას მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის  დახვეწილობისა და rave-ის იდეალურ კოლაბორაციას გვიჩვენებს. მეტიც, მისი სახელგანთქმული სათვალეები უკვე ყველა მნიშვნელოვან ქსელსა თუ ცნობილი ადამიანების გარდერობში იკავებს ადგილს.

 

Ingorokva

Ingorokva-ს სტილი განისაზღვრება მკვეთრი სილუეტებით და ხაზს უსვამს ფემინურობის ზოგად გაგებას. თამუნა ინგოროყვა ქალს აღიქვამს, როგორც ელეგანტურ და ძალაუფლების მქონეს, მისი ეს ხედვა გამოხატულია მის თითოეულ დიზაინში. მან გააფართოვა საკუთარი ხაზი და Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის ბოლო ჩვენებაზე წარადგენა მამაკაცის ტანსაცმლის კოლექცია. მას დღემდე მყარად უჭირავს მოწინარე პოზიცია ქართველ დიზაინერებს შორის. მის ნამუშევრებში თითოეული ნაწილი   ხელნაკეთია და ის ყოველთვის ცდილობს ჭარბწარმოება და რესურსების ფლანგვა თავიდან აიცილოს. სწორედ ამიტომ, მისი კოლექცია  მუდამ შეზღუდული რაოდენობით იყიდება.

 

LADO BOKUCHAVA

LADO BOKUCHAVA  ქართული ბრენდია, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერმა ლადო ბოკუჩავამ დააარსა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა Atelier Kikala-სა და  MATÉRIEL-ის მთავარ დიზაინერად. 80-იანი წლების underground ამ ბრენდის მთავარი ინსპირაციაა და ლადო ბოკუჩავა ამ სტილს თანამედროვე სამყაროს იდეალურად არგებს. დიზაინერი შთაგონებას ძველ ფილმებსა და წიგნებში ეძებს, რომლებიც კოლექციის ხასიათს ზუსტად გამოხატავს. 

 

MATERIEL

MATERIEL ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ქართველ დიზაინერებს, მათ, ვინც ცდილობს წარმოაჩინოს ქართული მოდის ნამდვილი მემკვიდრეობა. 

ბრენდის დიზაინი საკმაოდ კლასიკურია, მაგრამ ქსელში მუდმივად მომუშავე დიზაინერები წარმატებით ახერხებენ, რომ ეს სტილი პოდიუმიდან ქუჩებში გამოიტანონ. სწორედ ეს მიდგომა გახდა ბრენდის დიდი წარმატების მიზეზი.

 

SITUATIONIST

ირაკლი რუსაძე თვითნასწავლი დაზაინერი და SITUATIONIST ბრენდის დამაარსებელია. მან მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა 15 წლის ასაკში დაიწყო და 21 წლისამ კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე პირველად წარადგინა. რუსაძე ორ განსხვავებულ სტილს ერთმანეთში უშიშრად ურევს – ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობასა და ავანგარდულ დიზაინს, ასე იქმნება მისი უნიკალური, პროგრესული ხედვა.

 

TATUNA

TATUNA ქართული ბრენდია, რომლის ამოცნობა ძალიან მარტივია მისი არაჩვეულებრივი, ასიმეტრიული ჭრებითა და უმაღლესი ხარისხის მასალით.

ამ ბრენდის კოლექციები ყოველ წელს პარიზის, მილანისა და ტოკიოს მოდის კვირეულებს იპყრობს.

 

ორიგინალი: https://lofficielbaltics.com/ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.