fbpx

Livestream ქართული ელექტრონული მუსიკის სამყაროსგან – iD


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მაორო სიუვარდი

 

შეწყვეტილი ელექტრონული მუსიკის კულტურა და  სახელმწიფოს მხარდაჭერის არარსებობა. საქართველოს საუკეთესო კლუბები, მათ შორის, ბასიანიც, გაერთიანდნენ, რათა დასძლიონ პანდემიისგან გამოწვეული დამთრგუნველი ატმოსფერო.  

უცხოური საიტები მუდმივად აშუქებენ ქართული კულტურის აღორძინებას კინემატოგრაფიაში, მოდის ინდუსტრიასა თუ მუსიკალურ სამყაროში. ეს გასაღებია, რომელიც საქართველოს ეხმარება რეგიონში სახელი გაითქვას, როგორც ყველაზე პროგრესული და მსოფლიო დონის კულტურის შემადგენელი ნაწილი. მუდმივი ყურადღების ცენტრშია ქართული Rave-ის მამოძრავებელი კლუბები – Bassiani, Cafe-Gallery, Mtkvarze და Khidi.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტრონული მუსიკა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სანახაობად იქცა და მან ტურიზმის ახალი ტალღა შექმნა. ეს ბერლინისა და კიევის მსგავსი Rave და ენერგიაა. კორონავირუსის პანდემიის გამო ახლა თბილისის წვეულებები შეწყვეტილი, საყვარელი კლუბების კარები კი ჯერ კიდევ დაკეტილია. 

ქართველი არტისტების, მხარდამჭერებისა და კლუბის თანამშრომელთა ძალისხმევით შეიქმნა 9-საათიანი broadcast, როგორც ნაწილი სერიებისა – United We Stream, ეს არაკომერციული ღონისძიებები პირველად ბერლინში დაიწყეს, რომ დახურვისაგან გადაერჩინათ ადგილობრივი კლუბები, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს.

 

 

თბილისში არსებული მდგომარეობა მთელი მსოფლიოსთვის გასაგებია, სიტუაციას უფრო მეტად ართულებს ის, რომ კლუბების დახურვამ ყველაზე მეტად დააზარალა სოციუმი, ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ მსგავს ადგილებს და მათი სოციალიზაციის ერთადერთი გზა Rave იყო.

“ყველაზე მძიმეა ის ფაქტი, რომ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენას, თუნდაც LGBTQ საზოგადოებას, აღარ აქვს თავშესაფარი, სივრცე, სადაც ისინი თავს კარგად გრძნობდნენ, –  განმარტავს მარიამ მურუსიძე, Stream-ის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. – ყველა ის ადამიანი, ვინც კლუბის სცენას სახლად აღიქვამდა, უეცრად უსახლკაროდ დარჩა.”

რეგულაციებმა შექმნა ეკონომიკური კრიზისი ასევე მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომელნიც დასაქმებულნი იყვნენ კლუბებსა თუ ბარებში. მაშინ, როდესაც ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ საკმაო გულუხვობა გამოიჩინა თვითდასაქმებულების მიმართ და სხვადასხვა სამუშაო კონტრაქტებიც კი შეცვალა, საქართველოს მთავრობამ ისინი სრულ ჩიხში შეიყვანა.

“დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურში ოფიციალურად იყვნენ გაფორმებულები, სახელმწიფომ მათ 200 ლარი, ანუ 65 ევრო დაუნიშნა ყოველთვიურად, ხოლო თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად გამოყო 300 ლარი, რაც მხოლოდ 85 ევროა,  – ამბობს მარიამ მურუსიძე,  – ეს საკმარისია მხოლოდ სურსათისთვის 2 კვირის განმავლობაში და სულ ესაა.”

 

 

მსგავსი ეგზისტენციალური კრიზისის პირისპირ  Livestream გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ელექტრონული მუსიკის მიმართ უდიდესი სიყვარული და დავეხმაროთ მათ უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფაში.

პირდპირი ჩართვა კოსმოსური კონსტრუქციების ცენტრიდან. საბჭოური შენობა, რომელიც საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას იძლევა. Livestream-ს გახსნის ნატალია ბერიძე, შემდეგ სცენას დაიკავებენ Cafe-Gallery, Mtkvarze, Khidi და Bassiani-ის რეზიდენტები. ეს ღონისძიება გააერთიანებს ყველა ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობას.

შერჩეული თარიღი და ლოკაცია სიმბოლურია. “ეს ადგილია, სადაც ფესტივალი 4GB იმართებოდა, ყოველი წლის მაისში, – აღნიშნავს მარიამი,  – ეს ღონისძიება გააერთიანებს მთლიან სცენას, სადაც ახლა ჩვენ უნდა ვცეკვავდეთ, რომ არა კორონავირუსი”.  27 მაისს კი 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  Bassiani და Cafe-Galerry თავიდან გაიხსნა. ამისთვის  ქართველი ახალგაზრდები 2 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აწყობდნენ საპროტესტო აქციას კლუბების უსამართლო დარბევის წინააღმდეგ. ეს იყო Rave რევოლუციისთვის.

საზოგადოებისგან ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და აჩენს იმედს, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება, მცირედი დახმარებით,  კიდევ შესაძლებელი იქნება. “სოლიდარობა ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც  ინიციატივების განსახორციელებლად გვაქვს ძალიან ბევრი სივრცე, მარტო ჩვენ კი ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ, – აღნიშნავს მარიამი, – გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება, რომლებიც წლების განმავლობაში გვსტუმრობდნენ და ახსოვთ უამრავი ძალიან კარგი წვეულება, თავგადასავალი და აქვთ ძალიან ბევრი მოგონება. მათ, ვინც შეიყვარა ქართული ელექტრონული მუსიკის სამყარო და მოიპოვა ჩვენი დიდი სიყვარულიც”.

 

ორიგინალი: https://i-d.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.