fbpx

როგორ შეძლეს გალფმა და მისმა მომხმარებლებმა ქართველი ექიმებისთვის 271 ათასი ლარის ბონუსის მობილიზება


გააზიარე სტატია

COVID-19 კაცობრიობას მოულონდელად დაატყდა თავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ექიმები კი ადამიანების გადარჩენისთვის ბრძოლაში მთელი ენერგიით ჩაერთვნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამედიცინო სფეროს ყველაზე რთული მისია დაეკისრა, მათ შორის ქართველ ექიმებსაც, რომლებმაც მოვალეობა სანიმუშოდ შეასრულეს. დღეს ამ პროფესიის ადამიანებს გმირებად მოიხსენიებენ და ეს სტატუსი სრულიად დამსახურებულია. სწორედ ამიტომ, მათი დაფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამ საქმეში კი თავისი დიდი წვლილი ნავთობკომპანია “გალფმა” შეიტანა, რომელმაც 9 კლინიკის 696 ექიმისთვის 271,000 ლარის მობილიზება შეძლო და მათ ბონუსის სახით ჩაურიცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს “გალფსა” და ყველა იმ კლინიკას შორის რომელიც კორონა ვირუსით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლის ფარგლებში კომპანია გალფმა აიღო ვალდებულება თითოეულ სამედიცინო პერსონალს თავად გადაურიცხოს თანხა ყველანაირი გადასახადების ჩათვლით. გარდა ამისა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარანტინში მყოფი სამედიცინო პერსონალის კვებას კომპანია “გალფი” უზრუნველყოფდა.

“გალფის” ავტოგასამართ სადგურზე მოეწყო აქცია-პერფორმანსი და ჰაერში გაეშვა ათასობით ბუშტი. ღონისძიებას ესწრებოდა უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ექიმი ლევან რატიანი. ის Covid-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო, რომელმაც თავის გუნდთან ერთად საზოგადოებაც და პაციენტებიც უმაღლესი პროფესიონალიზმით დაიცვა ვირუსისგან.

ექიმებისთვის გამოყოფილი თანხის შეგროვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს გალფის მომხმარებლებმაც. ყოველ ჯერზე, როდესაც გალფ კლუბის წევრების საწვავს ავსებდნენ, ყოველი ოპერაციის შემდეგ 5 თეთრი სწორედ ამ ფონდში გროვდებოდა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდიც, რომელზეც ლაივ რეჟიმში ჩანდა თანხის დაგროვების პროცესი.

საბოლოოდ, შეგროვებული თანხა კლინიკების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • შპს აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკა – 24 400 ლარი (85 თანამშრომელი);
  • სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი – 64 000 ლარი (198 თანამშრომელი);
  • შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – 49 500 ლარი (185 თანამშრომელი);
  • შპს ქ. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო – 8 600 ლარი (30 თანამშრომელი);
  • შპს ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი – 21 700 ლარი (83 თანამშრომელი);
  • შპს მედალფა ბონის კლინიკა – 12 200 ლარი (53 თანამშრომელი);
  • სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი – 9 300 ლარი (33 თანამშრომელი);
  • შპს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო – 8 600 ლარი (29 თანამშრომელი)
  • სსიპ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – 75 სამედიცინო პერსონალის კვება – 29 400 ლარი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.