“გმირი ათასი სახით” – საბა შენგელიას ფოტოსერია
გააზიარე სტატია
საბა შენგელიას ფოტოსერია “გმირი ათასი სახით” (The Hero with a Thousand Faces) 2018 წელსაა გადაღებული და ჯერჯერობით არსად გამოფენილა. ესაა დაუგეგმავი ფოტოსერია, რომელიც იმით დაიწყო, რომ საბასთან სტუმრად მისული მეგობრები თავისით ირჩევდნენ ნიღბებს და სათამაშოებს.
საბა შენგელია: “ზოგი ისე ლამაზად გამოეწყო, რომ გადავწყვიტე ფოტო გადამეღო, შემდეგ კი Facebook-ზე ვდებდი ამ ფოტოებს და “ვთაგავდი”. რამდენიმე ფოტოს შემდეგ ზოგი მარტო იმისთვის მოდიოდა, რომ კიბეზე თავისი პერსონაჟი “ეთამაშა” ^*^ ასე დაგროვდა კიბის სერია სამზარეულოში”.
გმირი ათასი სახით / The Hero with a Thousand Faces