fbpx

გამოვიდა ინოვაციური ჭურჭელი – “ტერაპლანტერი”, რომელშიც მცენარე მიწის გარეშე იზრდება


გააზიარე სტატია


ავტორი: გრეის ებერტი

შენობის მებაღეობის ახალი დიზაინერული ინოვაცია – “ტერაპლანტერი” გარანტიას იძლევა, რომ დახურული სივრცეების გამწვანება გამოუცდელმა ადამიანებმაც კი წარმატებით შეძლონ. ახალი ტიპის ქოთანი მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალეს ხდის. 

მცენარეები ახალი ტიპის ჭურჭელში ნიადაგის გარეშე იზრდებიან, მასში მხოლოდ წყალი უნდა ჩაასხათ. ქოთანში მცენარის დარგვის ოთხი მეთოდი არსებობს: სპორების ზედაპირზე მობნევა, თესლის ღრმულებში მოთავსება, ქოთანზე მცენარის შემოხვევა, ან დაფესვიანებული მცენარის ჭურჭლის ზედაპირზე რეზინით მიმაგრება. ჭურჭლის ცენტრში არსებული წყალი ფოროვანი მასალის მეშვეობით გარეთ გამოდის და მცენარის ფესვებს ატენიანებს.

უნიკალური დიზაინის გამო, “ტერაპლანტერი”  საშუალებას იძლევა დავინახოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ფესვთა სისტემის ზრდა. ”ჩვენ გვჯერა ბუნებით შთაგონებული ტექნოლოგიის, გვიყვარს მცენარეები და სხვანაირად ვხედავთ ნივთებს. 

ბუნებრივი მასალის, მცენარეებისა და ეკოლოგიური პროდუქტების მიმართ არსებულმა ვნებამ გვიბიძგა, გაგვეერთიანებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მოსახერხებელი პროდუქტისა და მცენარეებისათვის ოპტიმალური გარემოს შესაქმნელად”, – ამბობენ ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანიაში.

“ტერაპლანტერმა” Kickstarter-ზე უკვე გამოიმუშავა  3 544 500 აშშ დოლარზე მეტი. უფრო მეტის სანახავად გადახედეთ  ინსტაგრამის, ფეისბუქის  გვერდებსა და ქვემოთ მოცემულ ვიდეოს, რომელიც რეჟისორმა კობი ვოგმენმა გადაიღო.


ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.