fbpx

ჯორჯ ფლოიდის 1996 წელს შესრულებული რეპი, ჰიუსტონის პროტესტი და ცხოვრება ეჭვის გარეშე


გააზიარე სტატია

ავტორი: ბრაიან ვაშინგტონი

ათწლეულის წინ ჰიუსტონში, მესამე რაიონში ცხოვრობდი, Liberation Park-იდან სამი კვარტალის მოშორებით. ეს უძველესი პარკია ჰიუსტონში, მეტიც, უძველესია ტეხასის შტატში. ჯიმ ქროუს მმართველობის პერიოდში მესამე რაიონი რადიკალურად შეიცვალა. ეს იყო ერთადერთი პარკი, რომელიც შავკანიანი მოქალაქეებისთვის ფუნქციონირებდა. 

შემდგომ წლებში კიდევ ბევრი ცვლილება შეინიშნებოდა – მათ შორის, სარეკრეაციო ცენტრისა და საკლასო ოთახების,  კალათბურთის კორტების და კულტურული ცენტრის სახით.  ეს ერთ-ერთია იმ ცოტა ადგილებიდან, რომელიც აკავებდა ჰიუსტონის მუდმივი ჯენტრიფიკაციის ტემპს. უქმეებზე  ველოსიპედით  პარკის გარშემო, ელგინის ქუჩას ჩავუყვებოდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ პატარა სახლები და ბენზინგასამართი სადგურები კორპუსებად და ცათამბჯენებად იქცეოდა, შემდეგ პარკის მოაჯირზე ჩამოვჯდებოდი და საგზლად წამოღებულ სენდვიჩს ჩანთიდან ვიღებდი. ძირითადად პარკი არ იყო გადატვირთული, მაგრამ ზოგჯერ იყო კიდეც. აქ უმეტესად ადგილობრივები ან შავკანიანები იყრიდნენ თავს. ისინი აუზის გარშემო ან კალათბურთის მოედანთან იკრიბებოდნენ. ოჯახები მუსიკას უკრავდნენ და საკუთარ მანქანებში ისხდნენ გაზონის გასწვრივ.

გასულ კვირას ამავე პარკში ათობით ადამიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის ფაქტს აპროტესტებდა.  შავკანიანი მამაკაცი, რომელიც 25 მაისს მინეაპოლისში მოკლეს, ხელბორკილებით, სახით ძირს ეგდო, პოლიციელი კი  მის კისერს მუხლით 9 წუთის განმავლობაში აწვებოდა. ფლოიდი მესამე რაიონში გაიზარდა. ის 5 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ კაროლინიდან ჰიუსტონში გადმოსახლდა. Cuney Home-ში ცხოვრობდა, ეს დასახლება საკმაოდ ახლოსაა პარკთან. მისი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, დევიდ რემნიკი ორი დღის განმავლობაში გამოდიოდა სიტყვით. მან გაასაჯაროვა მეორეკლასელი ჯორჯ ფლოიდის ესე იმის შესახებ, თუ როგორ სურდა მას, რომ  გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ის სწავლობდა ჯეკ ეიტის საშუალო სკოლაში, სადაც კალათბურთსა და ფეხბურთს ერთი წელი თამაშობდა. ის დაეხმარა თავის გუნდს შტატის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში, თუმცა ისინი დამარცხდნენ მანამ, სანამ  ფლორიდაში თამაშის დაფინანსებას მიიღებდნენ. ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდი ტეხასში დაბრუნდა და ჩაეწერა Texas A. & M–Kingsville-ში, მან ცოტა ხნით დატოვა ქალაქი, მაგრამ მეორე კურსის დასრულებამდე ისევ ჰიუსტონში დაბრუნდა.

ქალაქში დაბრუნების შემდეგ ჯორჯ ფლოიდი ადგილობრივ რეპკულტურას შეუერთდა. ეს დაახლოებით 90-იანების დასაწყისში მოხდა. მაშინ, როდესაც ჰიუსტონიდან გამომდინარე დანაკუწებული მუსიკა ვრცელდებოდა ქალაქის მცხოვრებლებს შორის და ცვლიდა ჩვენს შეხედულებას ქალაქის კულტურის მიმართ. 

სწორედ ახლა უნდა აღინიშნოს ფლოიდის, იგივე Big Floyd-ის დიდი როლი ისტორიაში, DJ Screw-ის მიქსტეიპზე, სახელწოდებით Sittin’ on Top of the World; სანამ ვიზრდებოდი, მე მესმოდა ხოლმე ეს ფრისტაილ ტრეკი Alief-ის სპიკერებიდან, ასევე წვეულებებსა და საპარიკმახეროებში, რაც ისეთი წარმატება იყო, რომელზეც ნებისმიერი დამწყები მუსიკოსი იოცნებებდა. 

ჯორჯ ფლოიდი მუსიკალურ კარიერას არ გაჰყოლია, თუმცა  სამეზობლოს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. ის ერთდროულად რამდენიმე რეალობაში ცხოვრობდა. როგორ ცხოვრობ ხოლმე, როცა ყოყმანის ფუფუნება და შანსი გაქვს. თეორიულად, ჯორჯ ფლოიდს ჰქონდა პრივილეგია ამ შანსის გამოყენების.

სრული ვერსია: https://www.newyorker.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.