fbpx

ფეისბუქის ახალი ფუნქცია ძველ პოსტებს ერთიანად წაგაშლევინებთ


გააზიარე სტატია




ავტორი: ტეილორ ჰეთმეიქერი

 

Facebook ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის დახმარებითაც ძველი პოსტების ერთიანად წაშლას შეძლებთ. ფუნქციას “Manage Activity” ეწოდება და ის Facebook აპლიკაციაში ორიოდე დღის წინ ჩაეშვა, შემდეგი კვირების განმავლობაში კი უფრო ფართოდ გავრცელდება.

“არ აქვს მნიშვნელობა კოლეჯის დასრულების შემდეგ სამუშაო ბაზარზე გადიხართ თუ ძველ ურთიერთობას წარსულში ტოვებთ, გვესმის, რომ ადამიანების ცხოვრებაში რაღაც საკითხები იცვლება და გვსურს, რომ  ჩვენს პლატფორმაზე ყოფნა მეტად გავამარტივოთ, რათა უფრო კარგად შეძლოთ ასახოთ ის, თუ ვინ ხართ დღეს”, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

თუ ძველი პოსტების წაშლა ან დაარქივება მოგინდებათ, მთელ ჩანაწერს ფილტრების მეშვეობით მოძებნით თარიღის, მონიშნული ადამიანებისა და კონტენტის ტიპის (ფოტო, ვიდეო, ტექსტი) მიხედვით. როგორც ხედავთ, ეს ხელსაწყო ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე წლების მანძილზე განთავსებული პოსტების სქროლვა და სათითაოდ წაშლა.

თუ წაშლა არ გენდომებათ, დაარქივებას შეძლებთ, პოსტები კი მხოლოდ თქვენ გამოგიჩნდებათ. წაშლის შემთხვევაში 30 დღის განმავლობაში მაინც შეინახება, რათა აღდგენის შანსი გქონდეთ, ამ პერიოდის შემდეგ კი საბოლოოდ გაქრება.

რაც უფრო დრო გადის, ძველი პოსტებისა და მონიშნული კონტენტის რაოდენობა იზრდება, ეს კი ერთგვარ ციფრულ დაფას ქმნის. კონფიდენციალურობის მიზნით, რეგულარული წაშლა კარგი იდეაა. მიუხედავად იმისა, რომ Facebook ჩვენზე დიდ ინფორმაციას ფლობს, პერსონალური მონაცემების კონტროლი ნამდვილად ყველაზე კარგი გამოსავალია.

ორიგინალი: https://techcrunch.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.