მაროკო ჯეიკობ ჰოვარდის მინიმალისტურ ფოტოსერიაში – The In-Between
გააზიარე სტატია
ჯეიკობ ჰოვარდი ახალზელანდიელი ფოტოგრაფი და დიზაინერია. მისი ნამუშევრები სიმეტრიის ზუსტ ცოდნასა და დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ამჟღავნებს. ფოტოგრაფი ყურადღებას გარკვეულ ობიექტებსა და კონკრეტული გამოსახულების დეტალებზე ამახვილებს.
The In-Between გასულ წელს მაროკოში გადაღებული ფოტოსერიაა, რომელიც ამჟამად იორდანიაში, ამანშია გამოფენილი. დაათვალიერეთ ჯეიკობის მინიმალისტური ფოტოები და გამოიწერეთ მისი ინსტაგრამის გვერდი.
ორიგინალი: https://www.booooooom.com/