fbpx

„მშვიდობის კათედრალში“ მხატვრული ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნიკა ნადირაშვილი
ფოტო: ნანო სარალიშვილი

 

6 ივნისს „მშვიდობის კათედრალში“ მხატვრული ინსტალაციის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, ბელგიელი ხელოვანის, დორუს დანილსის და Propaganda.network-ის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და მოიცავს კათედრალის ფასადზე ნეონის მუდმივმოქმედ მონუმენტურ კომპოზიციას.

რელიგიური, მათ შორის ქრისტიანული, მოტივები და თანამდევი იკონოგრაფიული ანალიზის პრაქტიკა აქტუალობას თანამედროვე ხელოვნების სეკულარულ კონტექსტშიც ინარჩუნებს. საქართველოში აღნიშნული მიდგომა გვიან საბჭოთა პერიოდში, ჯერ ავტორიტარული რეჟიმის, შემდგომ პოსტსაბჭოთა პერიოდში – ულტრა-ნაციონალისტური და პატრიარქალური იდეოლოგიის საპასუხოდ გამოიყენებოდა და გამოიყენება.

 

დორუს დანილსის ნამუშევარი საზოგადოებას ალტერნატიულ, „მესამე მიდგომას“ სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მოხერხდა ე.წ. „ეკლესიის მხატვრის“ ტრადიციის გაცოცხლება; მხატვარმა საკუთარი შემოქმედება დააფუძნა თანაზიარ თეოლოგიურ და პროფანული მნიშვნელობის იდეებს: ფასადზე წარმოდგენილი 12 ფრთა სამი აბრაამული რელიგიის (იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა) ვიზუალური კულტურის მოტივებზეა შექმნილი და ამ მხრივ ეხმიანება და ასახავს ერთობის და სოლიდარობის იდეას.

ნამუშევრის ნახვას ფართო საზოგადოების წარმომადგენლები  6 ივნისიდან, ღვთისმსახურების ყოველ საღამოს, 19:00-20:00 საათზე (სპირიდონ კედიას ქუჩა 6) შეძლებენ.







 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.