fbpx

HBO Max-მა რასისტული კონტექსტის გამო “ქარწაღებულნი” სტრიმინგ-სერვისიდან დროებით ამოიღო


გააზიარე სტატია

 

HBO Max-ის გადაწყვეტილებით, 1939 წელს გადაღებული მარგარეტ მიტჩელის საკულტო რომანის ეკრანიზაცია, 8 ოსკარის მფლობელი “ქარწაღებულნი” დროებით სტრიმინგ სერვისიდან გაქრა. ამის მიზეზად კომპანიამ ფილმის რასისტული კონტესტსი დაასახელა. 

როგორც HBO Max-ში ამბობენ, კინოსურათი მალე დაბრუნდება მათ კინობიბლიოთეკაში, თუმცა თანდართული ექნება სპეციალური განხილვები და მსჯელობები რასიზმის თემაზე. 

“ქარწაღებულნი კლასიკაა, თუმცა შეიცავს დისკრიმინაციის უამრავ დეტალს რასიზმის შესახებ, რაც სამწუხაროდ იმ პერიოდის ამერიკული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყოს. ეს ყველაფერი დღეს მიუღებელი და არასწორია, სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ფილმი კინობიბლიოთეკას მალე დაუბრუნდება, თუმცა სწორედ ამ ფილმს გამოვიყენებთ რასიზმის ისტორიული კონტექსის გააზრებისა და განხილვისთვის”, – ამბობენ HBO-ში. 

ფილმის სტრიმინგ-სერვისიდან გაქრობას უკვე მოჰყვა გარკვეული სახის პროტესტი. კინოხელოვანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფილმებსა თუ სხვა ნაწარმოებებე “ნადირობა” მიუღებელია, თუმცა მიესალმებიან, რომ მსგავს ნაწარმოებებს პრობლემური თემების განხილვისთვის გამოიყენებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.