9 აპრილი – დილიდან
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. აქციის დარბევისას საბჭოთა არმიამ გამიყენა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
ლეგენდარული ანჯელიკა ჰიუსტონი, შესაძლოა, FX-ის რეიტინგულ სერიალში ვიხილოთ.
American Horror Story-ის მერვე სეზონამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ახალხან ცნობილი გახდა, რომ ოსკარის მფლობელი მსახიობი, ანჯელიკა ჰიუსტონი, შესაძლოა, შოუს ახალ ნაწილში ვიხილოთ. როგორც რაიან მერფი ამბობს მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ ანჯელიკა თანახმა იქნება, ის FX-ის პოპულარულ სერიას შეუერთდება. რაც შეეხება AHS-ის მერვე სეზონს, ცნობილი გახდა ისიც, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, 84 წლის ჯოან კოლინზი რაიან მერფისა და FX-ის სერიალ American Horror Story-ის მერვე სეზონში ითამაშებს. უკვე დადასტურებულად ვიცით ისიც, რომ მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი და ევან პიტერსი შეასრულებენ.
წყარო: http://www.dreadcentral.com/
Star Wars-ის ახალ ფილმს კანის კინოფესტივალზე უჩვენებენ
კანის კინოფესტივალმა საკონკურსო ფილმების ოფიციალურ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ Star Wars-ის ახალი ფილმის, Solo: A Star Wars Story, პრემიერა სწორედ კანში შედგება. ფილმში მთავარ როლებს ემილია კლარკი, დონალდ გლოვერი, ვუდი ჰარელსონი, ტენდი ნიუტონი და ოლდენ ეირენრაიკი ასრულებენ. კანის 71-ე კინოფესტივალი წელს 8 მაისს დაიწყება.
წყარო: https://www.instagram.com/
ქართული ლოცვების რელიკვიური ხელნაწერი მოქალაქემ მუზეუმს გადასცა
ლოცვების ხელნაწერი, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება, მოქალაქემ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს გადასცა. ირა ჭელიძემ საოჯახო რელიკვიებში მეუღლის მამის, პოეტ გივი გეგეჭკორის კუთვნილი ხელნაწერი მუზეუმს იმის გამო გადასცა, რომ ხელმაწერის შესანახად უკეთესი პირობები შეექმნა. ქართველი პოეტი, გივი გეგეჭკორი, რომლის პირად ბიბლიოთეკაშიც ხელნაწერი ინახებოდა, 2000 წელს გარდაიცვალა.
წყარო: https://www.facebook.com/
კანის კინოფესტივალზე ნეტფლიქსის ხუთ ფილმს აჩვენებენ
მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ რამდენიმე კვირის წინ ნეტფლიქსის ფილმების ჩვენება კანის საკონკურსო პროგრამაში აკრძალა, როგორც აღმოჩნდა მან გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა და არც მეტი, არც ნაკლები ნეტფლიქის ხუთი ფილმის პრემიერას დასთანხმდა ფესტივალის ფარგლებში. კანში შედგენა ალფონსო კუარონის ახალი ფილმის პრემიერაც.
წყარო: http://www.indiewire.com/
ჰოლივუდის მსახიობი რასელ ქროუ განქროწინება უჩვეულოდ აღნიშნა
“გლადიატორის” ვარსკვლავმა არასაჭირო ნივთების მოცილება გადაწყვიტა და აუქციონი “განქორწინების ხელოვნება” მოაწყო. აუქციონზე წარმოდგენილი იყო ფილმის “გლადიატორი” კოსტიუმი, ასევე გიტარები და მსახიობის მიერ შესრულებული ფილმების როლების აქსესუარები.
წყარო: http://www.bbc.com/
1-დან 8 მაისის ჩათვლით ლონდონში ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
წლევანდელი კინოფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება. ფესტივალზე უჩვენებენ ფილმებს : “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, “გოგიტას ახალი ცხოვრება” , “სხვისი სახლში”, “დედე”, “საშიში დედა”, “ცისფერი მთები”, “მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე”, “მზის ქალაქი” და სხვა.
ქალაქ რუსთავის მერია და პროფესიული დრამატული თეატრი დრამატურგთა კონკურსს იწყებს
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ პიესა, რომელიც ქართული ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებს ასახავს. საუკეთესო პიესას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელშიც ცნობილი დრამატურგები და რეჟისორები შევლენ. მათ შორის იქნებიან თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე. საუკეთესო პიესის ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება და მისი პიესა რუსთავის თეატრის სცენაზე დაიდგმება. სპექტაკლში რუსთავის დასის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.