fbpx

მიტოვებული შენობების რეკონსტრუქციის წარმატებული მაგალითები


გააზიარე სტატია

უფუნქციოდ ან უპატრონოდ დარჩენილი, მიტოვებული და დაცარიელებული შენობების აღდგენა, ახალი შინაარსით დატვირთვა და მათი გამოყენება მდგრადი განვითარების და ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა იმისა, რომ ძველი შენობების გარდაქმნა არსებული რესურსის მეორადად გამოყენებას და შესაბამისად, ახალი რესურსის დაზოგვას გულისხმობს, ის ისტორიები და კონტექსტი, რაც ძველ შენობებს ახლავს, დამატებით ხიბლს მატებს ამა თუ იმ ნაგებობას და ზრდის მის მიმართ ინტერესს.

მსოფლიოში მიტოვებული შენობების წარმატებული რეკონსტრუქციის ბევრი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღდგენილი ნაგებობა ესპანეთში, არქიტექტორ რიკარდო ბოფილის ამჟამინდელი სახლია, რომელიც 1973 წელს ააშენეს, როგორც ცემენტის ქარხანა და 45 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო. ყოფილ ქარხანაში დღეს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლი და სახელოსნოა მოწყობილი.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი, ფუნქციური ცვლილებით განახლებული შენობა ლონდონში 1860 წელს აგებულ მატარებლის სადგურში მოწყობილი სასტუმროა (St. Pancras Renaissance Hotel), რომლის დიზაინიც ბრიტანელ არქიტექტორს, ჯორჯ გილბერტ სკოტს ეკუთვნის.

 

საქართველოში ძველი შენობების აღდგენის წარმატებული შემთხვევებიდან მხოლოდ საქართველოს ბანკის სათავო ოფისი, კლუბი “მტკვარი” და ფაბრიკა შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.

 

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იყიდება 1927 წელს აშენებული ყოფილი კინოპავილიონის შენობა (“ადამი და ევა”; აღმაშენებლის 164), რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.  https://cdn.1tv.ge/

 

ამ შენობის ისტორია, მდებარეობა, არქიტექტურა და შიდა სივრცე თავისუფლად იძლევა თანამედროვე ხელოვნების ცენტრად, საერთო სამუშაო სივრცედ ან სხვა ფუნქციურ ინსტიტუციად გადაქცევის საშუალებას.

 

საინტერესო იქნებოდა საბჭოთა პერიოდში თბილისში აგებული კრემატორიუმისთვის ახალი კონცეფციის მოფიქრებაც.

ფოტო: მარიამ ნატროშვილი

თბილისში ბევრია ასევე საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი და დღეს უფუნქციო ქარხნები, რომლებიც საკმაოდ დიდ ტერიტორიებს და ნაგებობებს ფლობენ და მათი რენოვაცია და ახალი ფუნქციით დატვირთვა გარეუბნების გაცოცხლების კარგი საშუალება იქნებოდა.

ცალკე აღსანიშნია ძველი სასტუმროები, რეზიდენციები და სანატორიუმები, რომლებიც დღეს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავლად მოიძებნება და მათი უმეტესობა დროის გასვლასთან ერთად ძველდება და ნადგურდება. მაგალითად, ბერიას ყოფილი სახლი კოჯორში, სასტუმრო “ლონდონი” ძველ თბილისში,

 


https://kakhasblog.files.wordpress.com/
კარსანის რეზიდენცია მცხეთის მახლობლად,

https://encrypted-tbn0.gstatic.com/

პიონერთა ბანაკი ცხვარიჭამიაში, სანატორიუმები წყალტუბოში და სხვა ნაგებობები ჯერ კიდევ ახერხებენ ისეთი მდგომარეობის შენარჩუნებას, რომ მათი რენოვაცია მიმზიდველი იყოს როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის

სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის

სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის
არ იფიქროთ, თითქოს "ჭკვიანი ქალაქი" მხოლოდ ტოკიო ან ნიუ-იორკი შეიძლება იყოს. ნებისმიერი ქალაქი, სადაც ამის ნება გაჩნდება, შეიძლება “დაჭკვიანდეს” - მათ შორის, თბილისიც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.