fbpx

თიბისის საგანმანათლებლო პროექტი — ისწავლეთ ციფრული სერვისების გამოყენება აქ. ახლა


გააზიარე სტატია

დისტანციურად სერვისების მიღება და ცხოვრების მართვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ უამრავი არსებობს, რომლებსაც ამ პროცესებში ჩართვა უჭირს. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გავრცელება, რათა ტექნოლოგიებში ნაკლებად გარკვეულმა ადამიანებმა სრულფასოვნად შეძლონ სასურველი მომსახურების მიღება და ცხოვრების გამარტივება.

სწორედ ამიტომ, აქ და ახლა, თიბისიმ დაიწყო საგანმანათლებლო კამპანია ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ თიბისის ფეისბუქის გვერდზე პერიოდულად გამოჩნდება ვიდეო რგოლები. ამ ვიდეოების დახმარებით, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ადამიანებს აუხსნიან იმ საჭირო და სასარგებლო ფუნქციებს, რომლებითაც თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ. ვიდეოები იქნება ძალიან მარტივ, გასაგებ ენაზე ახსნილი, ყოველგვარი რთული ტერმინების გარეშე.

მაგალითად, პირველი ვიდეო უკვე გავრცელდა და მუსიკის ჟურნალისტმა კახა თოლორდავამ მომხმარებლებს მობაილ ბანკის გადმოწერისა და რეგისტრაციის ფუნქცია აუხსნა.

აქ.ახლა – დარეგისტრირდი მობაილბანკში

აქ.ახლა – კახა თოლორდავა მოგიყვებათ, როგორ დარეგისტრირდეთ მობაილბანკში.გაიაქტიურე მობაილბანკი, მიიღე 10 ლარი შენს ანგარიშზე.

Gepostet von TBC – თიბისი am Montag, 8. Juni 2020

 

ვიდეომ მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც პროექტის საჭიროებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

AT.ge თიბისის ციფრული ბანკინგის განვითარების ხელმძღვანელს, თეა კობახიძეს ესაუბრა, რომელმაც გვიამბო, რატომ გადაწყვიტა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ამ პროექტის წამოწყება.

“დისტანცირების პერიოდში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი  მომხმარებლებისთვის ნიშნავს სრულფასოვან ბანკს, ეს აღარ არის უკვე მხოლოდ ცხოვრების გამარტივება, ეს არის ძირეული საჭიროებების დაკმაყოფილება, რადგან ბანკი ამ პერიოდში გახდა სრულად ციფრული. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიებში ასე თუ ისე გაუთვითცნობიერებელი არიან  და უჭირთ ციფრული არხების მოხმარება, წამოგვეწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივება და ციფრული არხების აუცილებელი და საჭირო ფუქციების მარტივ და გასაგებ ენაზე ახსნაა”, – გვითხრა თეა კობახიძემ.

მართლაც, დისტანცირების პერიოდში ადამიანებს ყველა ოპერაციის შესრულება ციფრულად გვიწევდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში თიბისიმ არაერთი სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რათა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა, მათ შორის ბარათის დისტანციურად გახსნის შესაძლებლობა. სახლში გატარებულმა ორმა თვემ ყველას კარგად დაგვანახა, რომ ციფრული სერვისებით სარგებლობა ძალიან სასარგებლო და საჭიროა, რადგან უამრავ დროსა და ენერგიას გვიზოგავს, თანაც ძალიან კომფორტული და მარტივია.

თუმცა, ტექნოლოგიების ცოდნას, როდესაც ის ტერმინებით ასეთი დახუნძლულია, ყველას ვერ მოვთხოვთ. სწორედ ამიტომ, როგორც თეა კობახიძე ამბობს, საჭირო იყო პროცესის გამარტივება.

“ჩვენი დაკვირვებით მიზნობრივი აუდიტორიისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენების შესწავლისას ძირითადი სირთულე მათთვის გაუგებარი ტერმინების და პროცესების სიმრავლეა. ასევე, გავიაზრეთ, რომ როგორც წესი ადამიანები მაგალითის მიხედვით ვსწავლობთ. თუ ვხედავთ, რომ სხვა ჩვენნაირ ადამიანს კონკრეტული ქმედება გამოსდის, მივიჩნევთ, რომ ჩვენც გამოვგვივა და შესაბამისად სიახლესთან უფრო მარტივად ადავპტირდებით”, – გვითხრა თეამ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრები აქამდე უამრავ შეკითხვას გისვამდნენ, ახლა მათთვის მარტივი გამოსავალი არსებობს. თიბისის მიერ შექმნილი ვიდეოებით შეგიძლიათ ასწავლოთ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, მეგობრებს და ისინი ერთმანეთს გადასცემენ ცოდნას. თეა კობახიძე ვიდეოების ფორმატზეც გვესაუბრა. ის ამბობს, რომ მოკლე რგოლების საშუალებით ადამიანები ისწავლიან ისეთ საჭირო ფუნქციებს, როგორიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით, კომუნალურის გადახდა,  მობაილბანკის პაროლის აღდგენა, ავტომატური გადარიცხვის გააქტიურება და ა.შ.

ვიდეოები ძალიან ხშირად დაიდება, საბოლოოდ კი შეიქმნება ციფრული სერვისების გამოყენების უნიკალური ვიდეოთეკა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ აჩვენოთ და იმ დიდ საზოგადოებაში გააწევრიანოთ, რომლებიც დისტანციურ სერვისებს დაუბრკოლებლად იყენებენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.