მეგი სმიტი, კეტი ბეიტსი და ლორა ლინი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ
გააზიარე სტატია
კინოსამყაროს სამი უდიდესი ვარსკვლავი – მეგი სმიტი, კეტი ბეიტსი და ლორა ლინი ეკრანს ახალი, ერთობლივი ფილმით – The Miracle Club დაუბრუნდებიან.
ოსკარის მფლობელები სმიტი და ბეიტსი ლორა ლინთან ერთად გადაღებებს 2021 წლის აპრილში დაიწყებენ, კინოსურათის პრემიერა კი 2022 წელს შედგება.
ფილმის სცენარს ჯიმი სმოლჰორნი დაწერს, სიუჟეტი კი მოგვითხრობს სამი დუბლინელი ქალის ამბავს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამოგზაუროდ საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში წავიდნენ.