ქეით ბლანშეტი, რობერტ დე ნირო და ენ ჰეთეუეი ჯეიმს გრეის ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ
გააზიარე სტატია
რეჟისორი ჯეიმს გრეი ახალი ფილმის გადაღებას ნამდვილი ვარსკვლავების შემადგენლობით გეგმავს. ქეით ბლანშეტი, რობერტ დე ნირო, ენ ჰეთეუეი, დონალდ საზერლენდი და ოსკარ აიზეკი სწორედ Ad Astra-ს რეჟისორის ახალ ფილმში – Armageddon Time-ში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც გრეი ამბობს, ის ახალ ფილმში 80-იანი წლების ამერიკაში მუშათა კლასის ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
“მსურს, რომ ახალი ფილმი იყოს ადამიანებზე, მათ ემოციებზე, შეგრძნებებსა და ერთმანეთს შორის ურთიერთობებზე”, – ამბობს გრეი.