#6 მელოდრამატული ინტერვიუ ქეთი დევდარიანთან – გურამ მაცხონაშვილი
ავტორი: გურამ მაცხონაშვილი
გურამი: ეს კულტურული ბავშვიაო, უთქვამთ ხოლმე შენზე? ყველაზე ადრე რა კონტექსტში გახსოვს ეს სიტყვა?
ქეთი:
კულტურა არ მახსოვს, გულწრფელად რომ გითხრა, და უკულტურობაზე ჩემი რუსულის მასწავლებელი მახსენდება, რომელმაც ექსკურსიაზე კინაღამ თმით მითრია იმ ბევრი კითხვის გამო, რომელიც მივაყარე.
მაშინ მე მიწოდეს უკულტურო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ თავად ეს ქალი იყო უკულტურო და თანამდებობისთვის შეუფერებელი, რადგან რვა წლის ბავშვში ცნობისმოყვარეობა თუ ბუნებრივ ამბად არ მიგაჩნია, არ უნდა იმუშაო სკოლაში.
გურამი: როცა უკვე შენ იყავი მასწავლებელი (როგორ მშურს!!!), ცნობისმოყვარეობა ბევრ რამეს განსაზღვრავდა შენთვის სამსახურში?
ქეთი: კი, იქაც ურთიერთშემეცნების პროცესი იყო საინტერესო. სხვა მოტივატორი ქართულ სკოლაში არც ხელფასის და არც პროფესიული ზრდის კუთხით არ არსებობდა მაშინ.
გურამი:
გურამი: შენი რამე ავტობიოგრაფიული შესულა ოდესმე ჩცდ-ში? თუნდაც ირიბად, ანარეკლის სახით?
ქეთი: კი, რაც უნდა დისტანცირდეს ავტორი ნაწარმოებისგან, შეუძლებელია სრული დისტანცირება. საკუთარი ამბავი თუ არა, პოზიცია მაინც ყოველთვის ჩანს.
გურამი: ამის დადგენა ლაბორატორიულად რომ შეიძლებოდეს, ჩცდ-ში პოპ კულტურის შემცველობა რამდენი აღმოჩნდებოდა?
ქეთი: ჩცდ თავიდან ბოლომდე მასკულტურული პროდუქტია, რაც ყოველთვის უმრავლესობისთვის კოჭის გაგორებას სულაც არ ნიშნავს.
გურამი: ალბათ პირველ რიგში ენობრივ სიახლოვეს გულისხმობს ხომ ეს? თუ რამე სხვას?
ქეთი: მათ შორის. ჩცდ-ს გმირები ზუსტად იმ ლექსიკით და სინტაქსით მეტყველებენ, როგორითაც ჩვენ. რაც უნდა უარყოს ეს ფსევდოკულტურულმა ჯგუფმა.
გურამი: შენი შთაგონებების ბაზა როგორია? დიაპაზონი მაინტერესებს… ვინ და რა გკვებავს ხოლმე წერისთვის?
ქეთი: ყველაფერს ვაკვირდები გარშემო და ვცდილობ, შეჩვეული თვალით არ ვუყურო. ესაა და ეს.
გურამი: მე აბსოლუტურად ყველაფერში მაინტერესებს სახელები – რა ჰქვიათ ხოლმე გმირებს. შენ როგორ ნათლავ ხოლმე პერსონაჟებს? საიდან გისესხებია სახელები?
ქეთი: საქართველოში გავრცელებული სახელები ჰქვიათ ძირითადად, თუმცა ხანდახან უცნაურ და იშვიათ სახელებსაც ვარქმევ ხოლმე: გრიზელდა, ეგონა, სტრასბურგი, და ა.შ.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბიოგრაფია არ მავიწყდება პერსონაჟების და სახელები მავიწყდება. ეტყობა, სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩემს ტვინში მეხსიერების ზონა ადამიანის სახელს.
გურამი: მეხსიერება: ჩანიშვნებს აკეთებ ხოლმე?
ქეთი:
გურამი: მუსიკალურ რეფრენად გავაყოლოთ ამ ლაპარაკს… რამე პოპს დამილინკავ იუთუბიდან სრულიად უსირცხვილოდ?
ქეთი: ეს იყოს. ჩემი წლევანდელი ფავორიტი ეს არის:
გურამი: როგორ ფიქრობ, პოპის დემონიზება რამ გამოიწვია ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს კულტურაში? ან იქნებ სულაც არ თვლი დემონიზებულად… სიტყვა “ხარისხიანი” ასე იშვიათად რატომ ისმის “პოპის” გვერდით?
ქეთი: პოპიც შეიძლება იყოს ხარისხიანი. მცდარი მოსაზრებაა, თითქოს პოპი აპრიორი უხარისხოს ნიშნავს. დემონიზებული იმიტომ არის, რომ ხარისხიანი პოპი ჩვენთან მართლაც ცოტაა. და არც შემფასებელია ხოლმე თავისუფალი სტერეოტიპებისგან.
გურამი: და უფრო გლობალურად რაში ხედავ პოპ კულტურის სიკეთეებს? მე, ძალიან მომწონს ის, რომ მაგალითად, მაყურებელს/მსმენელს წინასწარ მომზადებას და მეცადინეობას არ სთხოვს იმისთვის, რომ რაღაც გაუზიაროს…
ქეთი: კარგი პოპი ნიშნავს იდეების მარტივად ტრანსლაციას და არა უიდეობას.
გურამი: იდეების ეს მარტივი ტრანსლაციაა იმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც, რომ ქვეყანაში, სადაც ტელეპროდუქტების “დასაწყობება”, როგორც წესი, ძალიან მალე ხდება ხოლმე, ამდენ ხანს გაქაჩეთ?
ქეთი: ძალიან ბანალური პასუხი მაქვს ამაზე. ეს სერიალი ძალიან გვიყვარს ყველას, ვინც მის შექმნაში ვმონაწილეობთ. სწორედ ამიტომ უყვარს მაყურებელსაც.
გურამი: შემდეგ კითხვას ხელნაწერად გიგზავნი და შენც ასე დამიბრუნე პასუხი:
ქეთი:
გურამი: რა შანსები გვაქვს?
ქეთი:
გურამი: აღმოვაჩინე, რომ ოქსფორდის ლექსიკონის “წლის სიტყვებით” შენც ყოფილხარ დაინტერესებული. მოდი, 2016-დან გამოვყვეთ და 2019 წელთან შევჩერდეთ – წლის სიტყვა რომ რომელიმე ქართულ მოვლენას მიუსადაგო.
ოქსფორდის ლექსიკონი ყოველწლიურად ირჩევს სიტყვას, რომელიც ყველაზე უფრო კარგად გამოხატავს იმ წლის კონტექსტსა და მნიშვნელობას.
გურამი: 2016 – POST-TRUTH.
ქეთი: როცა ხელისუფლებამ ამ ქვეყნის მთავარ მტრად ნაციონალური მოძრაობა დაასახელა და ეს ამეორებინა მომხრებსაც და კონფორმისტებსაც.
გურამი: 2017 – YOUTHQUAKE.
ქეთი: კლუბები საქართველოში, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
გურამი: 2018 – TOXIC.
ქეთი: საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდი.
გურამი: 2019 – CLIMATE EMERGENCY.
ქეთი: აქცია “ვიხუთები”, თუ რაღაც მსგავსი ტარდებოდა, მგონი, ჩვენთან.
გურამი: 2020 წლის მთავარ სიტყვას შენ რომ ირჩევდე, რომელი სიტყვა იქნებოდა?
ქეთი: ეს არის სიტყვა, რომელიც წლის დასაწყისში სრულიად არაპროგნოზირებადი იყო, ახლა კი ჯერჯერობით “სფეის იქსსაც” კი ასწრებს. ეს არის “კოვიდ-19”.
გურამი: ქართული კულტურის “კოვიდ-19” რა არის?
ქეთი: ზედაპირულობა, რომელიც ნიღბების როგორც პირდაპირ, ისე ირიბად გამოყენებაში ჩანს.
გურამი: შენი წერის პროცესი როგორია? ცოტა ბოჰემური ელფერი დაჰკრავს და მუშაობა (თუნდაც ფიქრის დონეზე) გრძელდება შესვენების გარეშე და გრძელდება ყველგან, თუ შეგიძლია “ოფისურად” წინასწარ განსაზღვრულ დროს შეწყვიტო წერა, იმიტომ რომ სამუშაო საათები გავიდა? სად წერ, სახლში თუ ოფისში?
ქეთი:
გურამი: რეჟისორი დაგინდვია შენი რომელიმე იდეისგან იმ მიზეზით, რომ რაღაცის გადაღება ტექნიკურად რთული, ან შეუძლებელი მოგჩვენებია? აი, ბევრი სხვა მიზეზის გარდა სარა კეინის დადგმას ხშირად ერიდებიან რეჟისორები, იმიტომ რომ რემარკაში აუღელვებლად ჩაგიწერს: “ჭამს გარდაცვლილი ჩვილის სხეულს” ან ”სცენაზე უეცრად ყვავილები ამოიზრდებიან”…
ქეთი:
გურამი: ზემოთ რამდენჯერმე ვახსენეთ მედიცინა და ვახსენეთ კულტურა… ქეთი, ჩცდ-ს გვერდითი მოვლენა რა არის?
ქეთი: შესაძლო ახალი სტერეოტიპების გაჩენა, როცა ეკრანზე ნანახს აღიქვამ, როგორც ნორმას, ან უარესი – ბაძავ.
გურამი: და რა შეგრძნებაა, როცა ხედავ – მაყურებელი უშუალო დიალოგში შედის შენს გამოგონილ, ფიქტიურ პერსონაჟთან (ეჩხუბება, ან მიმართავს ფეისბუქის გვერდზე)?
ქეთი: მსახიობებმა იკითხონ )))) რაც ეგენი პერსონაჟების გამო ლანძღეს…
სხვათა შორის, ეგეც უკულტურობაა, როცა პერსონაჟს, მსახიობს, პროტოტიპს ვერ არჩევ ერთმანეთისგან. როცა სცენარისტს არა მთავარი სათქმელის, არამედ პერსონაჟის სათქმელის გამო ეჩხუბები.
გურამი:
ქეთი: უამრავია, მაგრამ დღეს ეს იყოს, ოსტლუნდის “კვადრატიდან”.
გურამი:
ქეთი: ბავშვებსაც უკვე ცნობილი სიტყვებით ვასწავლიდი გერმანულს – “ქინდერ” – აი, ბავშვებო, უკვე ერთი სიტყვა ვიცით )))
გურამი: მწერლის იმუნიტეტი და მართლმსაჯულება: როცა ფურცელზე შენ ხარ ღმერთი, უზენაესი ძალა, რომელიც მოახდენს იმას, რაც მოეპრიანება – მოკლავს, გააუპატიურებს, თან წერისას ყავას მოსვამს ხოლმე, ან “აღვირახსნილი დოზებით შეჭამს შოკოლადს” და ისევ გააგრძელებს. შენი კრიმინალური დოსიე რას მოიცავს, რა ცუდი ქცევები ჩაგიდენია პერსონაჟების ხელით, რომლის გამოც არათუ არ დასჯილხარ, პირიქით – ხალხს შეუქიხარ?
ქეთი:
[საუბრის დასასრული]