“მაუდიში” VA[A]DS-ის სკოლის გამოფენა გაიხსნა
ავტორი : სანდრო ანჩაბაძე
#vaadsfreeunimaudishow
7 ივლისს საგამოფენო სივრცე “მაუდიში” გაიხსნა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) გამოფენა, რომელიც 11 ივლისამდე გაგრძელდება. გამოფენის დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით – 8, 9, 10 და 11 ივლისს, 15:00 – 19:00 საათამდე.
ეს არის პირველი გამოფენა, რომელსაც VA[A]DS კარანტინის დასრულების შემდეგ მართავს. ოთხი თვის განმავლობაში სტუდენტებს სახლის პირობებში მუშაობა და ლექტორებთან ვირტუალურად ურთიერთობა უწევდათ. სწორედ ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი გამოფენაზე.
რადგან ყველა ნამუშევარს სტუდენტები ლექტორებს მხოლოდ ციფრულად უზიარებდნენ, საგამოფენო სივრცეში მათი რეალური მასშტაბისა და გამოყენებული მასალების ნახვამ გამოფენის აწყობა უფრო საინტერესო გახადა. როგორც გამოფენის კურატორმა ირინა პოპიაშვილმა დაახასიათა: ეს გამოფენა ვირტუალურის ერთგვარი თარგმნაა რეალობაში.
წარმოდგენილია ნინო ქვრივიშვილის და ზურაბ ბეროზაშვილის ხატვის სტუდიის ჯგუფების ნამუშევრები. ასევე მონაწილეობენ თეა გვეტაძის მეორე კურსისა და თამუნა ჭაბაშვილის მესამე კურსის ფერწერის ჯგუფები. გარდა ფერწერისა და ინსტალაციებისა, აგრეთვე ნაჩვენებია ვიდეონამუშევრები ანდრო ერაძის ვიდეოხელოვნების კურსიდან.
წარმოგიდგენთ გამოფენაში მონაწილე რამდენიმე სტუდენტს და მათ ნამუშევრებს.
მარი ყალაბეგაშვილი – „სიმდიდრე არის ის გაცნობიერებული ხედვა, რომლის მეშვეობითაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგნებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“.
“The Boy got close. Dawn came and all his poems melted. Got home, lack of flowers got him scared. Winter memories linked to summer blooms. Must have had his eyes on him. And for a boy who seeks safety he talks too much, he thought. Physical space. Between their toes. Was enough for 2 more days. After all he had baptized him with his semen. Like holy water in his eyes. Made them red and made him cry. hung a rug on two half bodies. Pissed on silk and left no trace”.
„ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ფრაგმენტია. ფრაგმენტი შედარებით პატარა ნაწილია შედარებით დიდის. მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად გვეჩვენება, რაიმე არსებობდეს საწყისის და სასრულის გარეშე, რადგან ყველაფერს, რასაც აღვიქვამთ, აქვს დასაწყისი და დასასრული; ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ უსასრულო რაღაცები არ არსებობს“.
„ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა
ზბზბზბზბ ზბზბ ზარო ზბზბზბზბ ზბზბ ზარო
ზბზბზბზბ ზბზბ ზარო ზბზბზბზბ ზბზბ ზარო
ზბზბზბზბ ზბზბ ზარო ზბზბზბზბ ზბზბ ზარო
ბზირაო ბზირაო ბზირაო ბზირაო
ბზირაო ბზირაო ბზირაო ბზირაო
ბზ ბზო ბზი ბზუ ზბა ბზ ბზო ბზი ბზუ ზბა
ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა ზბზა
ზბზბზბზბ ზბზბ ზარო ზბზბზბზბ ზბზბ ზარო
ზბზბზბზბ ზბზბ ზარო ზბზბზბზბ ზბზბ ზარო
ზბზბზბზბ ზბზბ ზარო ზბზბზბზბ ზბზბ ზარო
ბზირაო ბზირაო ბზირაო ბზირაო
ბზირაო ბზირაო ბზირაო ბზირაო
ბზ ბზო ბზი ბზუ ზბა ბზ ბზო ბზი ბზუ ზბა“