ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე სერიალ Homeland-ში ითამაშებს
გააზიარე სტატია
ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკული სერიალის Homeland მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში გამოჩნდება.
მერაბ ნინიძის პერსონაჟი პირველად სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში, Useful Idiot გამოჩნდა – ამ ეპიზოდში მისი ხმა ისმოდა, თავად ნინიძე კი სავარაუდოდ, მეთერთმეტე სერიაში ითამაშებს.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მსახიობი სერიალის გადასაღებ მოედანზე უკვე იმყოფება.
ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის მიროვის როლს ასრულებს და მომდევნო სერიებში მაყურებელი მას სერიალის სხვადასხვა სცენებში იხილავს.
წყარო: https://1tv.ge/news