fbpx

Space x AT.ge: “პური გულიანი” პანდემიის შემდეგ – ახალი რეალობა, ძველი ემოცია


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარი კიზივაძე

AT.ge და პირველი სრულად ციფრული ბანკი – სფეისი თბილისურ კაფეებში გასულ კვირას დაწყებულ მოგზაურობას აგრძელებენ. დღეს კიდევ ერთ კაფეს უნდა ვესტუმრო, ამიტომ გადავწყვიტე ისეთი ადგილი შემერჩია, სადაც სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები და გულიანი მასპინძლობა დამხვდებოდა. ბევრი არ მიფიქრია, რადგან დიდი ხანია მინდა ვეწვიო ქალაქში უკვე სახელგანთქმულ სახაბაზოს “პური გულიანს”, რომელზეც არაერთი ადამიანისგან მხოლოდ დადებითი მსმენია.

შესაბამისად, გადავწყვიტე სფეისისა და AT.ge-ის სახელოვან კაფეებში მოგზაურობის ისტორიის ახალი თავი სწორედ თანამედროვე ქართული სახაბაზოსთვის მიმეძღვნა. მოვიმარჯვე სფეისის ბარათი და ზაარბრიუკენის ქუჩისკენ გავემართე, სადაც კულინარიული თავგადასავალი და კიდევ ბევრი საინტერესო რამ მელოდა.

 

ალბათ უკვე იცით, რომ სფეის ბარათით კვების ყველა ობიექტში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გადახდილი თანხის 5% უკან გვიბრუნდება. სანამ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა ცოტა შეზღუდულია, ჩვენს კაფეებში და რესტორნებშიც მშვენივრად ვსარგებლობ ამ უპირატესობით. ფული ყოველ ჯერზე მერიცხება უკან და თვეში 100 ლარამდე შემიძლია დავიბრუნო.

“პური გულიანი” ქართულ გასტრონომიულ სივრცეში 1 წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებელთა სიყვარული მალევე მოიპოვა. მის კონცეფციაზე “ჯი ემ თი ჯგუფის” დაკვეთით კვების დაწესებულების საკონსულტაციო სააგენტო “გასტრონავტმა” იმუშავა. უნიკალური კონცეფცია, ხარისხიანი პროდუქტი, საგულდაგულოდ შექმნილი მენიუ, ინტერიერი და უცვლელი ემოცია – “პური გულიანი” ტრადიციებისა და თანამედროვეობის იდეალური სინთეზია. დაწესებულების სახელწოდებაც სწორედ ამ ტრადიციას უკავშირდება. განსხვავებული შიგთავსითა და გემოთი, მაგრამ მუდამ მთელი გულით გამომცხვარ ცომეულს ჩვენი წინაპრები ერთი სახელით – “პური გულიანი” – მოიხსენიებდნენ.

პირველი, რამაც შენობაში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო, დიდი ღუმელი და ღია სამზარეულოა. თანამედროვე და გემოვნებიანი ინტერიერი დასასვენებლად, მეგობრებთან ერთად განსატვირთად და სამუშაოდ იდეალურ გარემოს ქმნის. მართლაც, უამრავი ადამიანი დილას სწორედ “პური გულიანში” საუზმით იწყებს და ვახშმით ამთავრებს.

“პური გულიანის” მენიუ მრავალფეროვანი და მუდამ სიახლეებით დატვირთულია. თითოეულ პროდუქტში, რომლის დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული გამოიყენება, განსაკუთრებული ემოცია და, რაც მთავარია, ქართული ტრადიციული გემო იგრძნობა.

“გვინდა, ყველა კერძს ქართული ელფერი ჰქონდეს. ევროპულ დესერტებშიც კი ადგილობრივ პროდუქტს ვიყენებთ და ვცდილობთ, ყველაფერს, რასაც ვამზადებთ, ქართული შტრიხები დავუმატოთ.”

რამდენიმე სახის პურეულის, ყველასათვის საყვარელი აჭარული ხაჭაპურისა და სხვა გულსართიანი კერძების გარდა, სტუმრებს საუცხოო ყავისა და განსხვავებული დესერტების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ, ამიტომ “პური გულიანში” საყვარელი გემოს აღმოჩენა ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანს შეუძლია.

პური გულიანი პანდემიის შემდეგ

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელება ისევე როგორც მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის, “პური გულიანისთვისაც” ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. უჩვეულო  რეალობასა და მის თანმდევ გამოწვევებს “პური გულიანის” გუნდი ძველი შემართებითა და ახალი რეგულაციებით შეხვდა.

“ეს მომსახურების სფეროსთვის უდიდესი გამოწვევა იყო. თავდაპირველად არავინ ვიცოდით როგორ უნდა გვეცხოვრა, გვემუშავა, გვემასპინძლა, თუმცა არ მოვდუნებულვართ და ახალ რეალობაზე მალევე გადმოვეწყვეთ.”

ახალი რეალობის თანმდევ გამოწვევებს “პური გულიანის” თანამშრომლები სათანადოდ მომზადებულნი შეხვდნენ. ობიექტის გახსნამდე თანამშრომლებმა, მათი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი მომზადება გაიარეს.

დაწესებულებამ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ნებისმიერმა თანამშრომელმა და სტუმარმა თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოს. ეს “პური გულიანის” ღია სივრცეში შესვლისთანავე შევნიშნე, სადაც თერმო-სკრინინგის გავლა ნებისმიერი სტუმრისთვის სავალდებულოა.

გახსნამდე “პური გულიანში” სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა დაწესებულებისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ საღამოობით სივრცის სველი წესით დამუშავება, დასუფთავებისთვის პერიოდული ორსაათიანი რეჟიმი და ჭურჭლის სპეციალურად განსაზღვრულ ტემპერატურაზე რეცხვა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და ტრადიციაა.

ხელების სადეზინფექციო საშუალებით დამუშავების შემდეგ დახურული სივრცისკენ გავემართე. აქ პირბადის ტარება ნებისმიერი თანამშრომლისა და სტუმრისთვის აუცილებელია. პირბადის მოხსნა მხოლოდ მაგიდასთანაა დასაშვები.

დახურულსა და ღია სივრცეებში მაგიდები ორ მეტრიანი დისტანციის დაცვითაა განთავსებული. მაგიდებთან სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდულია და მკაცრად კონტროლდება. სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა ერთჯერადი მენიუ, რომელიც უსაფრთხოების სხვა ზომებთან ერთად მომხმარებელს თავს უფრო დაცულად აგრძნობინებს.

“პური გულიანი” აცნობიერებს იმ ვალდებულებას, რომელიც თანამშრომლებისა და ერთგული მომხმარებლების წინაშე აკისრია.

“ჩვენი გუნდი ამ რეგულაციებს ტვირთად არ აღიქვამს. ეს რეგულაციები ის მინიმუმია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს. პასუხისმგებლობა ორმხრივია – ამას ჩვენი მომხმარებლები აცნობიერებენ და დაწესებულ შეზღუდვებს მაქსიმალურად იცავენ.”

“პური გულიანში” საზაფხულო განწყობა სუფევს. აქ ხალხმრავლობა უკვე აღარავის უკვირს – ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფს, ცხოვრება ჩვეულ რიტმს ახალი, შეცვლილი წესებით უბრუნდება, თუმცა ის განსაკუთრებული ემოცია, რომელიც მომხმარებლებსა და “პური გულიანს” შორის მისი გახსნის დღიდან თითოეულ დეტალში იგრძნობა, უცვლელია. რა მოულოდნელობასაც არ უნდა გვიმზადებდეს ახალი დღე, “პური გულიანის” კარის შეღებისთანავე ზუსტად იცი, რომ აქ მუდამ გულით გელიან.

ასე რომ, აუცილებლად ეწვიეთ “პური გულიანს” და არ დაგავიწყდეთ სფეის ბარათით გადახდა, რომ მიიღოთ 5% მომენტალური ქეშბექი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.