fbpx

ჯულია რობერტსი, შონ პენი და არმი ჰამერი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ


გააზიარე სტატია

 

ამერიკის ფავორიტი მსახიობი, ჯულია რობერტსი თანახმაა ეკრანს ახალი სერიალით დაუბრუნდეს. 

Gaslit – ასე ერქმევა ახალ შოუს, რომელსაც Mr. Robot-ის შემქმნელი სემ ისმაილი გადაიღებს. სწორედ სემთან ერთად იმუშავა ჯულიამ თავის პირველ სერიალზე – Homecoming-ზე, რომლითაც ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა, თავად შოუ კი 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პროექტად დასახელდა. 

ჯულიასთან ერთად Gaslit-ში ისეთ მსახიობებს ვიხილავთ:, როგორებიც არიან შონ პენსი, არმი ჰამერსი და ჯოელ ედგერტონსი. სემ ისმაილის თქმით, პროექტს სულ მალე კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი შეუერთდება. 

სერიალის სიუჟეტი 1970-იან წლებში ვითარდება და ის ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემის, უოტერგეიტის სკანდალის შესახებ მოგვითხრობს. 

უოტერგეიტის სკანდალი დაიწყო ვაშინგტონში 1972 წლის 17 ივნისს დაიწყო, როდესაც უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეჭრისთვის ხუთი ადამიანი დააპატიმრეს. 

ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ხოლო მოგვიანებით სენატის უოტერგეიტის კომიტეტის,ა და თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით დადგინდა, რომ ეს შეჭრა ერთ-ერთი იყო იმ მრავალრიცხოვანი არალეგალური საქმიანობიდანათაგან, რომლებიც ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართული და წარმოებული. მათ ასევე გამოააშკარავეს დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არაერთ არალეგალურ შეჭრაებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს მექსიკაში, ამგვარი ოპერაციებში მონაწილეთა ის ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის. ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა ასევე იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებული.

აღნიშნული სკანდალის გამო, ნიქსონი ათ დღეში გადადგა. ის , რითაც პირველი და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამ პოსტიდან ვადამდე გადადგა.

ჯულია რობერტსი შოუში ამ გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, მარტა მიტჩელის როლს მოირგებს. 

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება შოუს გადაღებები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, წესით, Gaslit-ზე მუშაობას გუნდი წლის ბოლომდე დაიწყებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.