fbpx

Instagram-ინტერვიუ დიზაინერ ლაშა დევდარიანთან


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ქარდავა

 

დიზაინერ ლაშა დევდარიანს ქართველ მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ინსტაგრამი აქვს. გარდა საკუთარი კოლექციისა, ლაშა ინსტაგრამზე სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანების ნამუშევრებსაც აქვეყნებს და ამით მის გვერდს კიდევ უფრო მეტ ინტერესს მატებს.

არტისტული, ბოჰემური, ცოტა პოეტური და ამავდროულად, ეთნიკური და ტრადიციული – ასეთია ლაშა დევდარიანის სტილი და ასევე ის ნამუშევრები, საიდანაც ის ინსპირაციას იღებს.

 

თავად მხატვარი თავის ნამუშევრებს ასე ახასიათებს:

მთავარი მახასიათებელი ჩემი შემოქმედებისა არის ფორმის  და ხაზის სიმარტივე და ლაკონიურობა, ეთნიკური, ისტორიული  მოდა, და  თამაში ფაქტურული ტექსტილით.

 

AT: ლაშა, მოდის კვირეულებზე რატომ არ გამოგაქვს კოლექცია?

წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდი სხვადასხვა დიზაინერის სახელოსნოებში ჩვენთან და ევროპაში. სტრესული გარემო, სამუშაო რეჟიმი, შემოქმედებითი პროცესი ორიენტირებული მხოლოდ გაყიდვებზე და კიდევ მოდის ინდუსტრიის სამზარეულოს ბევრი არასასიამოვნო ნიუანსი… დღეს შორს ვარ ამ პროცესებისგან. მაქვს მშვიდი, დამოუკიდებელი საკუთარი სივრცე, ნების, განწყობის და ემოციის შესაბამისად ვქმნი იმას, რაც მსურს და მომწონს. ჯერჯერობით მხიბლავს ეს თავისუფლება.

 

AT: რა არის შენი მთავარი კონცეფცია?

ინდივიდუალურობა, საკუთარი თავის მეტად  გაგება, მუდმივი ექსპერიმენტები,  ძიებები და სოციალური პასუხისმგებლობა. 

 

AT: საიდან იღებ ინსპირაციას?

მოგზაურობა, ძიება   ყველგან, ყოველდღიურობა  და ადამიანები…

ემოციაა ის, რითაც ვივსები, ცუდია ის თუ კარგი, ეს უკვე მდგომარეობაა, რაც საშუალებას მაძლევს ვიმოქმედო და  ვაკეთო თუნდაც ამ ყველაფრიდან თავის დასაძვრენად.

 

AT: ვინ არიან შენი სამოსის მომხმარებლები?

შემოქმედებითი, თავისუფალი და არტისტული ბუნების ადამიანები.

 

AT: შენი ოცნება?

არასოდეს ვოცნებობ და არც შორს მიმავალი გეგმები მაქვს, ვცდილობ დღევანდელობა დავაფასო  და  ის მოცემულობა, რაც ჩემ გარშემოა, მარტივად მივიღო.

View this post on Instagram

#Incredibleindia ❤️

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

 სიმშვიდეს, სულიერ ჰარმონიას ამ ყველაზე ქაოსურ სამყაროში ვგრძნობ. ინდოეთი… ჩემი მეორე სამშობლო

 

აღმოსავლეთი ️ 

ვნება, ემოცია და ფერები. ხალიჩის ორნამენტებში ჩაქსოვილი მითები, ოცნებები და ისტორიები, მუდმივად დაბრუნების სურვილი. აზია, სადაც თავს კარგავ და აღმოაჩენ კიდეც მრავალჯერ… 

 

View this post on Instagram

Travel #mood 😊

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

იშვიათად, მაგრამ მაინც ვიღებ სელფებს, ჩემი გარდასახვები მართობს…

 

საათობით შემიძლია სახელოსნოში ჩავიკეტო, ხელით საქმიანობა მამშვიდებს –  ქარგვა, დეტალების დამუშავება, ტექსტილზე მუშაობა ერთგვარი თერაპიაა. 

 

View this post on Instagram

Great india

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

შთაგონება-ინსპირაციები… უზარმაზარ ფოტოგრაფიულ სამყაროში  დაუსრულებელი ძიება და გაზიარება – ერთგვარი  ყოველდღიური რიტუალია. 

 

View this post on Instagram

#myindia ❤️

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

ყველაზე ბედნიერად ბავშვების  გარემოცვაში ვგრძნობ თავს. მათი სილაღე,  მხიარულება და ენერგია მაბედნიერებს… მიყვარს მოგზაურობისას მათი გადაღება და სიგიჟეები…

 

View this post on Instagram

#pinabausch 🌺❤️🌺

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

პინა ბაუში ამოჩემებული სიყვარულია… მისი წარმოდგენები, თანამედროვე პლასტიკა და გენიალური სცენოგრაფია. ემოციებიც და ინსპირაციაც აქ იბადება. NELKEN  შეუდარებელია ️ 

 

ყველაზე გამორჩეულად ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი და ნიჭიერი მეგობარი მყავს. თინას ბევრი წელია ვიცნობ, მისი ადამიანური თანადგომა, დახმარება და ჩვენი შემოქმედებითი ტანდემი უამრავ ფოტოარქივს ითვლის. ესეც “გარდაცვლილი” ფაილებიდან აღდგენილი ბედნიერი დროის მოგონებებივითაა…

 

View this post on Instagram

@neringarekasiute ❤️

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

მახარებს, როდესაც ჩემი სამოსი ისეთი ადამიანების ხელშია, ვისაც მუდმივად შეუძლია დაუსრულებელი ინტერპრეტაციები.  Neringa Rekausiute –  ლიეტუველი  ფოტოგრაფი –  ერთ-ერთი მათგანია,  რამდენიმე წლის წინ ერთი ხალათი შეიძინა და მას შემდეგ შეძლო თავად მრავალმხრივ  მოერგო და  წარმოეჩინა კიდეც თავის შემოქმედებაში…

 

View this post on Instagram

სარეცხი ❤️ Old tbilisi Photo by me

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

ეს იყო დამოუკიდებელი მცდელობა ფოტოგრაფიაში, როცა მინდოდა ჩემი  შემოქმედება ქალაქური ცხოვრების ყოველდღიური მშვენიერების პატარა ნაწილი ყოფილიყო…

 

View this post on Instagram

თბილისი ❤ Photographer @ivanegoliadze

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

ძველ თბილისში ხეტიალი და ნაცნობ ქუჩებში ყოველდღიურად სიახლეების აღმოჩენა მიყვარს, გული მწყდება, რომ ნელ-ნელა ქრება  ამ ქალაქის სიძველის ხიბლი. 

 

View this post on Instagram

@rodarte 💚

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

ყვავილები  ჩემი სისუსტე და გატაცებაა, მიყვარს დეკორის, ფერების,  ფაქტურების თამაში  და ვცდილობ თუნდაც მცირე დეტალებში მათ გამოყენებას. Rodarte-მ აქ მიუღწეველი სილამაზე შექმნა.  

 

View this post on Instagram

rob woodcox ❤️

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

შიშველი სხეულის პლასტიკა, ცეკვა, ფოტოგრაფია  ჩემი ძიებების მუდმივი ინტერესია და ყოველთვის ვცდილობ   საინტერესო სახასიათო შემოქმედების  გაზიარებას. (13)

 

View this post on Instagram

robert jahns 💖

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

ილუზიური წარმოდგენები, ერთგვარი არტისტული თამაშები “კორონას” სამყაროში  მშვენიერების ხიბლსაც ბადებს ბევრი ხელოვანის შემოქმედებაში. Digital არტისტი –  Robert Jahns ერთ-ერთი გამორჩეულია… 

 

განსაკუთრებულად ძვირფასია მშობლიური სვანეთი – თავისუფლებისა და ძლიერების სიმბოლო, მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი ბუნება, უამრავი კულტურის ძეგლები. ყოველთვის ვცდილობ საქართველოს გამორჩეული ადგილების ფოტოები გავაზიარო, ვიამაყო და ვაჩვენო, ვისაც ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია ეს საოცარი მხარე. 

 

View this post on Instagram

kerry skarbakka 🥰

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

უიღბლო დღის, წარუმატებელი შეხვედრის ან, უბრალოდ, განწყობისას, როცა ვფიქრობ,  რომ რამე უარესიც შესაძლოა ყოფილიყო, ყოველთვის Kerry Skarbakka და ეს სერია მახსენდება…

 

View this post on Instagram

@riccardofornoni ❤️ @charlottetaylr

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

შემოქმედებითი თანამშრომლობა ყოველთვის განსაკუთრებული სიახლის,  აღმოჩენების და  სინთეზის საშუალებას იძლევა. არქიტექტურის ეს შედევრიც ამის ნიმუშია – Villa Saraceni alla Scala dei Turchi. 

 

მოგზაურობის შთაბეჭდილებები, რომელიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება მოგყვება. ტოკიოში, საყვარელი კომპოზიტორის,  რუიჩი საკამოტოს მუზეუმში 🥰 

 

View this post on Instagram

Photo by me ❤️ #incredibleindia

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

კადრები,  როცა ზოგჯერ იჯერებ,  რომ ფოტოგრაფია შენთვისაც შესაძლებლობაა – შენი თვალით სამყაროს  დანახვის… 

 

View this post on Instagram

Incredible india 💚 Mysure photo by me

A post shared by Lasha Devdariani (@lashadevdariani) on

კვლავ ინდოეთი

ბაზრობების ხიბლი, ადამიანები, მათი სევდა და ბედნიერება…

 

თუკი არსებობენ მუზები, ხელოვნების ღმერთები და გენიოსები, ფარაჯანოვი ჩემთვის უპირველესია. მას შეუძლია მხოლოდ ზღაპრულად ეკლექტური მშვენიერების განსახიერება.  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.