fbpx

ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები – ვირტუალური გამოფენა 33 არტისტის მონაწილეობით


გააზიარე სტატია


ვებგამოფენა  “ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები”   საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” ერთობლივი პროექტია.

 

ვებგამოფენა, რომლის იდეაც პანდემიის დროს დაიბადა, ვირტუალურ სივრცეში თვითიზოლაციისას  შექმნილ 18 ნამუშევარსა და 33 ავტორს აერთიანებს. გამოფენის თემაზე შექმნილი ნამუშევრები   იმ ცვლილებათა ჯაჭვს წარმოგვიდგენს, რომელიც მოულოდნელად დაატყდა სამყაროს.

“ადამიანი ვიდეო-თვალით | ციფრული ოაზისები” ნამუშევრებისა და გამოფენის ციფრულ სივრცეში ინტეგრაციის პირველი სრულფასოვანი და ამავდროულად, ექსპერიმენტული მცდელობაა საქართველოში. 

შესაბამისად, ვებგამოფენაში მონაწილე ყველა პროექტი სპეციალურად ვებსივრცისთვის შეიქმნა და  ქართულ სახელოვნებო სივრცეში ახალი ფორმებისა და მიდგომების ძიების შედეგს წარმოადგენს.

პროექტის ავტორები და კურატორები: 

  • ხატია ჭოხონელიძე,
  • ვატო ურუშაძე,
  • გიორგი სპანდერაშვილი.

მონაწილეობენ:

ანუშკა ჩხეიძე და მანანიკო კობახიძე, გალაქტიონ ერისთავი, გვანცა ჯიშკარიანი, გიორგი როდიონოვი, თამარ გიორგაძე, თამარ მჭედლიშვილი, თიკო იმნაძე, ირინა ქურთიშვილი, მაკა კილაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, სალომე ვეფხვაძე, სანდრო სულაბერიძე, სოსო მესხიშვილი და თამარ გიორგაძე, სოფო ქაშაკაშვილი, ქრისტინე ტუსიაშვილი, NUM (მარიამ სირვანი და მილად ბაგჰერი) ელთანამშრომლობა ნიქზარდ არაბშაჰთან; Voice Yard collective: მარიამ მუმლაძე, დიანა პანკოვა, ოლგა პილიპენკო, რიად სალამე, ვახო ნაკაშიძე; Brief manifest collective: თეო ბურკი, სიძუ ჩენი, ჰუიპინგ იანგი, ტიანა პეტროვიჩი, მარიამ ნოზაძე და მარკ მეტსი, ემა მური.

დიზაინი:

  • ელენე გაბრიჩიძე
  • ზურა ცოფურაშვილი

ვებპროგრამირება:

  • გიორგი ყაზარაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.