რა დაგიჯდებათ რაჭაში დასვენება
ავტორი: მარიამ კერესელიძე
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე – რაჭა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის მრავალფეროვანი ბუნებითა და მდიდარი კულტურით გამოირჩევა. რაჭული სამზარეულო სახელგანთქმულია ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებით, რომლებიც აუცილებლად მიიქცევს ნებისმიერი გურმანის ყურადღებას, ესენია: შქმერული, რაჭული ლორი და ლობიანი. გარდა ამისა, რეგიონში მეღვინეობაც განვითარებულია – აქ იქმნება უმაღლესი ხარისხის, წითელი, ოდნავ მოტკბო ღვინო – “ხვანჭკარა”.
თუ ამ ზაფხულს რაჭის მონახულებას გეგმავთ, მაშინ AT.ge წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც არდადეგების დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარებათ – რა დაგიჯდებათ რაჭაში დასვენება?
შოვი
- მანძილი თბილისიდან შოვამდე: 223 კმ ( დაახლოებით 4-5 საათის გზა)
- ტრანსპორტი: პირადი მანქანა ან სამარშრუტო ტაქსი, რომელიც დაახლოებით 25-30 ლარი დაგიჯდებათ.
კურორტი ონის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს. სეზონი ივნისში იხსნება და ოქტომბრამდე გრძელდება. თუ ქალაქის სიცხისგან თავის დაღწევა გსურთ, მაშინ შოვს აუცილებლად უნდა ესტუმროთ – აქ ზაფხული გრილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16°C). ძირითადი სამკურნალო ფაქტორები მთის ჰავა და ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალია. სასტუმროში დასვენების მსურველებს “სანსეტ შოვს” გირჩევთ – აქ ფუნქციონირებს როგორც სტანდარტული ორადგილიანი ნომრები, ასევე სუპერორი, ლუქსი და დამოუკიდებელი კოტეჯები. როგორც ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, “ნომრის დაჯავშნისთვის აუცილებელია კლიენტის მიერ სასტუმროსთვის ნომრის ღირებულების 30%-ის გადახდა. კლიენტის მხრიდან სასტუმროს მომსახურებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.”
ფასები განსხვავდება ნომრის ტიპისა და დროის მიხედვით, თუმცა ღირებულება სამჯერად კვებას მოიცავს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ექვს წლამდე ბავშვებისთვის დასვენება უფასოა.
თუ ფესტივალების მოყვარული ხართ, მაშინ 15-16 აგვისტოს ROKVA 2020 არ უნდა გამოტოვოთ, რომელიც შოვში გაიმართება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ eventer.ge-ზე.
I კალათა
- Day I-II – 50 ₾ (აბონემენტი)
II კალათა
- Day I – 40 ₾ (დღიური ბილეთი)
- Day II – 40 ₾ (დღიური ბილეთი)
- Day I-II – 70 ₾ (აბონემენტი)
III კალათა
- Day I – 50 ₾ (დღიური ბილეთი)
- Day II – 50 ₾ (დღიური ბილეთი)
- Day I-II – 80 ₾ (აბონემენტი)
ამბროლაური
თუ შედარებით მყუდრო ადგილს ეძებთ, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად განცალკევებით დაისვენებთ, მაშინ “გარემოს” გირჩევთ – ჰოსტელი სოფელ სადმელში, ამბროლაურის ცენტრიდან ორ კილომეტრში მდებარეობს. კოტეჯში განთავსებულია ორი საერთო ოთახი და ორი ორკაციანი საძინებელი. თითოეული საერთო ოთახი 5 ადამიანს იტევს. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ კარკასული აუზით სარგებლობასაც შეძლებთ.
- მანძილი თბილისიდან სოფელ სადმელამდე: 227 კმ ( დაახლოებით 4-5 საათის გზა)
- ტრანსპორტი: პირადი მანქანა ან სამარშრუტო ტაქსი, რომელიც დაახლოებით 25-30 ლარი დაგიჯდებათ.
- ფასები: საერთო ოთახში დღეში 25 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორკაციან საძინებელში კი – 30 ლარის. ამასთან, კვება ღირებულებაში არ შედის. კოტეჯები უზრუნველყოფილია სამზარეულოთი და ორი სველი სერტილით.
ონი
თუ საოჯახო ტიპის სასტუმროს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ”მხატვრის სახლს”, რომელიც ონის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდრო ადგილას მდებარეობს. ინტერიერი ქართული ტრადიციული ავეჯითა და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებითაა გაფორმებული.
- მანძილი თბილისიდან ონამდე: 193 კმ (დაახლოებით 3-4 საათის გზა)
- ტრანსპორტი: პირადი მანქანა ან სამარშრუტო ტაქსი, რომელიც დაახლოებით 25-30 ლარი დაგიჯდებათ.
ერთი ადამიანისთვის ერთი ღამის ფასი 70-დან 85 ლარამდე მერყეობს – დამოკიდებულია ოთახსა და სველი წერტილის მდებარეობაზე. ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება. საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ ქართულ ტრადიციულ, ასევე რაჭულ კერძებს რაჭულ ღვინოსთან ერთად. სურვილის შემთხვევაში მასპინძლები თქვენთვის ტურებსაც მოაწყობენ, რომლის ფარგლებშიც რაჭის ულამაზეს ბუნებას დაგათვალიერებინებენ – ჩანჩქერები, გამოქვაბულები, მყინვარები, ტბები და ა.შ.