fbpx

დღეს: 1935 წლის 24 ივლისს მუშტაიდის ბაღში საბავშვო რკინიგზა გაიხსნა


გააზიარე სტატია

მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საბავშვო რკინიგზა თბილისში 1935 წლის 24 ივნისს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა. რკინიგზის დაარსების იდეა ქართველ რკინიგზელებს 1933 წელს დაებადათ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი მისი მშენებლობა დაიწყო.  საბავშვო რკინიგზა, რომელიც ერთი ორთქმავლისა და სამი ვაგონისგან შედგებოდა, თბილისის რკინიგზის სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა რკინიგზელებმა ააშენეს. მარშრუტის სიგრძე თავდაპირველად 400 მეტრი იყო, შემდეგ კი 1 200 მეტრამდე დაგრძელდა.


საბავშვო რკინიგზის ერთ-ერთი მიზანი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მატარებლის მართვის შესწავლა იყო.

რკინიგზის კაპიტალური რემონტი 2005 წელს დაიწყო. შეიცვალა რელსები და გარემონტდა ბაქანი.

 

თბილისის გარდა საქართველოში საბავშვო რკინიგზები იყო  სხვა ქალაქებშიც: ფოთში, რუსთავსა და ხაშურში.

 

ფოთის საბავშვო რკინიგზა

რუსთავის საბავშვო რკინიგზის ორთქლმავალი

ხაშურის საბავშვო რკინიგზა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.