fbpx

სხვაზე ზრუნვის ბენეფიტები


გააზიარე სტატია

ილუსტრატორი: თაკო კოპალიანი

ჩვენს რეალობაში მზრუნველი ადამიანები ძალიან გამოირჩევიან სხვებისგან. მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და ნაკლებად სტრესულია, რადგან უმეტესად სიკეთესა და სიყვარულს ასხივებენ. ასეთ ადამიანებს ზოგჯერ ალტრუისტებსაც უწოდებენ, რადგან სხვის კეთილდღეობაზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე საკუთარზე. ალტრუისტი ადამიანი არამხოლოდ სხვების, არამედ ზოგადად სამყაროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით ამოიცნობიან. მათ სიამოვნებას ანიჭებთ მცენარეებზე, ცხოველებზე, ადამიანებზე ზრუნვა და ამის გარეშე, უბრალოდ არ შეუძლიათ.

ამ საკითხს სხვანაირადაც რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ალტრუიზმი ცალსახად არც საკუთარი თავის დაუფასებლობას ნიშნავს და არც თავკერძობას. ის ორივეს ზომიერად შეიცავს და ამიტომაც არის, რომ ყველასგან განსხვავებულ ქცევით წესებს ამჟღავნებენ. მათი მოქმედებები შეგვიძლია ამგვარად ავხსნათ: როდესაც ალტრუისტები სხვისთვის სიკეთეს უანგაროდ აკეთებენ, ამით დიდ სიამოვნებას იღებენ და ხშირად ეს სიამოვნება იმდენად გამორჩეულია, რომ ჩვევადაც კი ყალიბდება. სხვების თვალში კი ეს პროცესი “მზრუნველობით” აიხსნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთ ადამიანებს იდეალური ბალანსი აქვთ დაჭერილი ეგოიზმსა და საკუთარი თავის დაუფასებლობას შორის.

ამ თვისების გამო, ასეთ ადამიანებს ცხოვრებისგან უამრავი ბენეფიტის მიღება შეუძლიათ. მაგალითად, პროფესიის არჩევის დროს, არჩევანი საკმაოდ ფართოვდება. როდესაც გეკითხებიან, თუ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად და შენი პასუხია “სხვებზე ზრუნვა”, ესეიგი პროფესიაც სწორედ ამ მიმართულებით შეგიძლიათ აირჩიოთ.

  • სოციალური მუშაკი;
  • ექიმი;
  • ვეტერინარი;
  • აღმზრდელი;
  • მასწავლებელი;
  • მომსახურების სფეროს ექსპერტი;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციების მმართველი;

ეს იმ პროფესიების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ალტრუისტებისთვის იდეალური თვითრეალიზაციის სფერო იქნებოდა. როდესაც კარიერა სრულად გამოხატავს ადამიანის პიროვნულ თვისებებს, წარმატების შანსი გაცილებით მაღალია.

გარდა ამისა, პიროვნულ ურთიერთობებში ალტრუისტებს ძალიან აფასებენ, თუმცა არსებობს იმის შანსიც, რომ მათი კეთილგანწყობით ცუდად ისარგებლონ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია განვმარტოთ, რომ გიყვარდეს სხვაზე ზრუნვა არ ნიშნავს იყო ნაივური, ზოგჯერ პირიქითაც კი. მზრუნველ ადამიანებს სამართლიანობის უკიდურესად მძაფრი განცდა აქვთ, ამიტომ ცუდად მოპყრობასა და მანიპულაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

თუკი ასეთი ადამიანების გვერდით გიწევთ ყოფნა, შეგიძლიათ საკუთარი თავი იღბლიანად მიიჩნიოთ. მათთან ერთად ვერანაირი განსაცდელი ვერ შეგაშინებთ, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რომ არასოდეს დაგტოვებენ მარტო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.