fbpx

Magnum-ის წევრის, ბერტ გლინის შთამბეჭდავი ფოტოები 60-იანი წლების იაპონიიდან


გააზიარე სტატია


ბერტ გლინის შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც 60-იანი წლების იაპონიის მდიდარ კულტურას აღწერს, ამავდროულად, ფოტოგრაფის ოსტატობასაც მოწმობს.


”სინამდვილეში, თქვენ აღმოჩენა გევალებათ და არა რაღაცის გამოგონება, არც წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული, თუ რის აღმოჩენას აპირებთ”, – იხსენებდა ბერტ გლინი ჰენრი კარტიე-ბრესონის რჩევას. 

 

Magnum-ის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წევრი, გლინი ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა მის პრაქტიკაზე სააგენტოს უნიკალურმა და ინოვაციურმა მიდგომამ ფოტოჟურნალისტიკაში. “ის, რასაც მაგნუმში ბევრი ჩვენგანი ვაკეთებდით, საერთოდ არ იყო ამბის  უარყოფა,   ეს იყო მცდელობა, ინდივიდუალურად გადაგვეღო უკეთესი ფოტოები და შეგვექმნა განსხვავებული სიუჟეტები ჩვენივე  აღმოჩენებზე.

ბერტ გლინი იაპონიაში 1961 წელს გაემგზავრა Holiday magazine-ის მოგზაურობის სერიისთვის აზიისა და სამხრეთის ზღვის გადასაღებად. ამ სერიის მიხედვით მოგვიანებით შეიქმნა წიგნი,  სახელწოდებით “იაპონიის პორტრეტი” , რომელიც დამატყვევებელ იაპონურ ლანდშაფტებსა და ხალხს ასახავს. 

ტექნიკური პერფექციონისტის, ბერტ გლინის ფოტოები ცხადყოფს ფერად ფოტოგრაფიაში მის ოსტატობას  ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გავრცელებული მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოების გადაღება იყო.  ოქროსფერ მზის შუქში გახვეული ფუჯის მთა, სავსე მთვარე, თავისი დრამატული ტონებით,  ხორბლის გაფხვიერებული მინდვრები, ნაზი  ყვავილები,  რეგიონში მცხოვრები ხალხის პორტრეტები – ბერტ გლინი თავის ფოტოგრაფიაში პეიზაჟებს სიურეალისტურ ელფერს სძენს და ამავე დროს, სამოციანი წლების დასაწყისის იაპონიის სრულყოფილ სურათს წარმოგვიდგენს.

ბერტ გლინი: ”დავიჯერე, რომ გამონაგონზე უპირატესი რაღაცის თავიდან აღმოჩენაა. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ვაკეთებ, არამედ ის, თუ რა დამატყდება მოულოდნელად თავს, რას აღმოვაჩენ.”

კულტურული ანთროპოლოგიის ცოდნამ სამოგზაურო ფოტოგრაფიაში გლინის მიდგომა ჩამოაყალიბა. იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი ვიზუალური შესწავლა, რომლებშიც გლინი მოგზაურობდა, დასავლელი მკითხველისთვის გარკვეულწილად უცნობი კულტურების შესახებ წარმოდგენას ქმნის.



ორიგინალი: https://www.magnumphotos.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.