The British Fashion Council-მა მსოფლიოს 100 ნოვატორი ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა – 2019 New Wave
The British Fashion Council-მა მსოფლიოს 100 ყველაზე ნოვატორი და სანიმუშო ახალგაზრდა ტალანტის სია გამოაქვეყნა სახელით “2019 New Wave”.
დინამური სია მოიცავს პიონერებს სხვადასხვა დისციპლინებიდან: არტისტებს, აქტივისტებს, კასტინგის აგენტებს, კომენტატორებს, ფლორისტებს, თმისა და მეიკაპ არტისტებს, იმიჯმეიკერებს, ნეილ არტისტებს, სეტ დიზაინერებს, სტილისტებსა და მწერლებს.
The British Fashion Council-ის ამ ასეულში ბერლინში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფი დავით გიორგაძეც მოხვდა, რომელიც ცნობილია ფოტო და ასევე ნახატებსა და სკულპტურას შერეული კოლაჟური ნამუშევრებით.
The British Fashion Council-ის ამ ასეულში ბერლინში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფი დავით გიორგაძეც მოხვდა. დავით გიორგაძე ფოტოგრაფიითა და ნახატებსა და სკულპტურებთანა შერწყმული კოლაჟებითაა ცნობილი. მისი სამუშაო პერსონაჟების კვლევას ეფუძნება – ის შეისწავლის მათ კულტურას და ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს წარმოგვიდგენს – ბავშვობის მოგონებების მოხსენიება, ინდივიდუალური იარლიყების რეინტერპრეტაცია, რა არის მათი დანიშნულება საზოგადოებაში და როგორები უნდა იყვნენ. თბილისში მრავალფეროვნება ფეხს იკიდებს და დავითმაც საქართველოში დაიწყო ისეთი ადამიანებისა და სოციალური გარემოს დოკუმენტირება, რომლებიც მათი ინდივიდუალობისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
“2019 New Wave” 100 ტალანტი სრულად შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ.