fbpx

MRKT – ახალი შოფინგ პლატფორმა სოციალური ქსელის ელემენტებით


გააზიარე სტატია


მარკეტი, იგივე MRKT, ახალი შოფინგ პლატფორმაა სოციალური ქსელის ელემენტებით. 

პლატფორმაზე  განსაკუთრებული ნივთები და მათი მფლობელები იყრიან თავს.  mrkt-ზე უკვე შეხვდებით  არტისტებს, ბრენდებს, მაღაზიებს და ინდივიდებს, ვისთვისაც ესთეტიკას და პროდუქტის წარმოჩენის ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

 აპლიკაციაში ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია საკუთარი ნივთის, ნამუშევრის, ნაწარმის გაყიდვა, ყიდვა თუ უბრალოდ აღმოჩენა. 

შეიძლება ითქვას, რომ mrkt მარტივი  პასუხია ბაზრის მოთხოვნაზე. 

სწრაფი, მობილური სოციალური ქსელი, სადაც მომხმარებელს კომერციული ინტერესიც აქვს, ალბათ ეს არის ის, რაც დღეს ტექნოლოგიურ სამყაროს აკლია. სწორედ ამ ნიშას შეავსებს mrkt. 

პლატფორმა თავისი  თვისებებით და ფუნქციით  მომხმარებელს სთავაზობს  მაქსიმალურად მორგებულ კონტენტს,  რაც დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აპლიკაციისთვის კიდევ უფრო გამარტივდება. მონაცემების მატებასთან ერთად აპლიკაცია სულ უფრო და უფრო ჭკვიანი  გახდება და შესაბამისად მივიღებთ მხოლოდ მომხმარებლის ინტერესების მიხედვით გენერირებულ “ფიდს”, რაც მას საშუალებას მისცემს  სწრაფად აღმოაჩინოს საინტერესო ნივთები და “სელერები”. 

მარკეტი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს მათზე მორგებულ საძიებო  სისტემას.  გარდა რამდენიმე საბაზისო კატეგორიისა, შესაძლებელია საკუთარი კატეგორიების ჰაშთაგის მეშვეობით შექმნა.  ამ მიდგომით  “სელერსა” და მყიდველს შორის სივრცე ვიწროვდება  და ძიების პროცესი კიდევ უფრო მარტივდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული mrkt ნიუიორკული კომპანიის შვილობილია,  მთელი გუნდი ამ ეტაპზე საქართველოში მუშაობს.  სწორედ ამ გუნდმა იმუშავა  კონცეფციაზე, მის კრეატიულ თუ ტექნიკურ მხარეზე. 

ბრენდინგზე და აპლიკაციის UI დიზაინზე Studio Impluse-მა, ხოლო საკომუნიკაციო პლატფორმაზე კომპანია windfors-მა იმუშავა. 

პროდუქტის განვითარების სამომავლო გეგმა აპლიკაციაში ვიდეოშოფინგის ფუნქციის იმპლემენტაციას ითვალისწინებს, რაც mrkt-ს კიდევ უფრო დაახლოებს მთავარ მიზანს: გაუმარტივოს მომხმარებელს პროდუქტის პრეზენტაცია და კომერციის სრული პროცესი. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.