fbpx

9 რჩევა – როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის


გააზიარე სტატია

განათლების მიღებას ბავშვებს კორონავირუსის პანდემია ურთულებს, რადგან ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა, ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება და ამასთან  პერიოდულად დისტანციური სწავლა მარტივი სულაც არ არის.

პირდაპირ საქმეზე გადავალთ და ჩამოგითვლით რჩევებს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სკოლაში წასასვლელად: 

 

#1. ჰიგიენური საშუალებები

პირველ რიგში, ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ სკოლაში ყოფნისას აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და ყველა იმ საშუალების გამოყენება, რომელიც მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება – უთხარით, რომ ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი და ხელების ხშირი დაბანა მისი მთავარი მოკავშირეებია.

 

#2. შევამზადოთ ადრე ადგომისთვის 

შემდეგ კი მისთვის სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იზრუნეთ – დილის რუტინა საკმაოდ მნიშვნელოვანია და უმჯობესია, თუ ადრე ადგომას სკოლაში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩვევთ.

 

#3. სწორი და სასარგებლო კვება იმუნიტეტისთვის 

მართალია, მსოფლიოში ახლა კორონავირუსი მძვინვარებს, თუმცა სხვა, არანაკლებად საშიში სეზონური გრიპებიც არ უნდა დაგვავიწყდეს – ამ საფრთხესთან გასამკლავებლად კი აჯობებს ბავშვი ჯანსაღი პროდუქტების ჭამასაც მივაჩვიოთ. 

გოგრა, ქლიავი, ლიმონი, ციტრუსები, პომიდორი, სატაცური, ბროკოლი და სხვა – მოკლედ, შემოდგომა საუკეთესო დროა ორგანიზმის ზამთრის პერიოდისთვის შესამზადებლად.

 

#4. პირბადე წარწერით 

პირბადე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, აქსესუარად ქცეულ ამ თავდაცვის საშუალებაზე სხვადასხვა ილუსტრაციის დახატვა კი უკვე მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკა.  იმისთვის, რომ მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან ღირსეულად წარდგეს, შეგიძლიათ პირბადეზე მისი სახელი დააწეროთ. 

 

#5. მეტი დამოუკიდებლობა

პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ, უფროსებს გვაკისრია, აჯობებს ნაწილობრივ პატარებმაც გაიზიარონ და გარკვეულ საკითხებში ჩვენგან მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეთ –  ასწავლეთ  სასკოლო ჩანთის ჩალაგება, ოთახის დასუფთავება, შინაურ ცხოველზე ზრუნვა, სახელმძღვანელოების  მოფრთხილება ან თუნდაც საკუთარი ძალებით საუზმის მომზადება. 

 

 

#6. მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სანამ სკოლაში პირველად წავა, დარწმუნდით, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარგად ახსოვს – საკუთარი და მშობლების მობილურის ნომრები და ზუსტი მისამართი მას შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილებაში დაეხმარება. 

 

#7. ახლებური  მისალმება 

ამ პუნქტის გათვალისწინება არამხოლოდ თქვენი შვილებისთვის, თქვენთვისაც სასარგებლო იქნება – მამაპაპური გადაკოცნისა და ჩახუტების ნაცვლად, თანაკლასელებთან ხელის აწევით, მუშტის მირტყმით ან რომელიმე  შედარებით უსაფრთხო ფორმით მისალმება ასწავლეთ. 

 

#8. ცხოველები  

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ სიყვარულის გამოხატვა მას კარგ პიროვნებად ჩამოაყალიბებს. თუმცა, ისიც ასწავლეთ, რომ პანდემიის პერიოდში ცხოველების მოფერება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

 

#9. დისტანციური სწავლის რეჟიმი

დაბოლოს, მნიშვნელოვანია იმის შესახებაც მივაწოდოთ  ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდი შანსია სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება მოუწიოს. ამ გზით მოულოდნელობით გამოწვეულ შესაძლო დისკომფორტს წინასწარ აარიდებთ.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.