fbpx

ანა ურუშაძის “საშიში დედა” ევროპული კინოს მე-19 ფესტივალის გამარჯვებულია


გააზიარე სტატია

Image result for საშიში დედა
არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ქართული ფილმი “საშიში დედა” კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. კინოსურათმა ამჯერად ევროპული კინოს რიგით მე-19 კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

“საშიშმა დედამ”, ევროპის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციას Fipresci-ს ჯილდო დაიმსახურა.
“მადლობა ანა ურუშაძეს, იმ უნარისთვის, რომ გვაჩვენა როგორ იბრძვის ქალი საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად”, – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

“საშიში დედა” 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

აღსანიშნავია, რომ ანა ურუშაძის ქართული ფილმი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

წყარო: http://www.festivaldelcinemaeuropeo.com/


რეკომენდებული სტატიები
"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს
Play Video

"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს

"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს
სამეცნიერო ფანტასტიკის ქართველ მოყვარულებს სულ მალე რეჟისორ ნიკა ქევხიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის In Her Image-ს ნახვის საშუალება ექნებათ
“მანდარინები” IMDB-ს ტოპ-250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

“მანდარინები” IMDB-ს ტოპ-250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

“მანდარინები” IMDB-ს ტოპ-250 საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა
რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები” კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საიტის ტოპ-250 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.