მერილ სტრიპი და ნიკოლ კიდმანი ახალ მიუზიკლში ერთად თამაშობენ
ცნობილმა სცენარისტმა და რეჟისორმა რაიან მერფიმ ახალ მიუზიკლზე – The Prom-ზე მუშაობა დაასრულა.
ფილმში მთავარ როლს ოსკაროსან მსახიობებთან, მერილ სტრიპთან და ნიკოლ კიდმანთან ერთად სერიალების – “სკანდალისა” და “პატარა კოცონები ყველგან” ვარსკვლავი, კერი ვაშინგტონიც ასრულებს. ამ დიდებულ სამეულთან ერთად კი მიუზიკლში ჯეიმს კორდენსაც ვიხილავთ.
ფილმის სიუჟეტი ბროდვეის ამავე სახელწოდების მიუზიკლს ეყრდნობა და ლესბოსელი სტუდენტის ამბავზეა, რომელიც კონსერვატიულ ქალაქში ცხოვრობს. სცენარის მიხედვით, მას სკოლის გამოსაშვებ საღამოზე თავის შეყვარებულთან ერთად მისვლა სურს, თუმცა წვეულებაზე არ შეუშვებენ. სწორედ ამ უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ ერთიანდებიან ბროდვეის ვარსკვლავები.
ამ ეტაპზე ფილმის გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა უკვე ამბობენ, რომ The Prom ნეტფლიქსზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კინოსურათი იქნება.