„სტარტაპის უნახავი“ – რამდენიმე უჩვეულო ბიზნეს-წამოწყება
1980 წელს იაპონელმა ჰიროში იედამ საკუთარი თავისთვის ფოტოს გადასაღები ჯოხი გამოიგონა (მაშინ სიტყვა “სელფი” ჯერ არ არსებობდა… არც სმარტფონები… პირველი ტერმინატორის გამოსვლამდე კი ჯერ კიდევ 4 წელია დარჩენილი).
30 წლის შემდეგ სელფის ჯოხი თავიდან გამოიგონეს. ბატონმა იედამ კი, თავისი დროში აცდენილი სტარტაპიდან ერთი გახვრეტილი იენიც კი ვერ იშოვა. მაშინ, როდესაც დღეს ტურისტს ვერ ნახავთ, ეს ჯოხი ზურგჩანთაში რომ არ ეგდოს.
მსოფლოში ყველაზე უიღბლო სტარტაპის ფონზე წარმოგიდგენთ ქართულ, ეროვნულ, დროულ და საინტერესო სტარტაპებს!
HopHop
Eat khinkali with a new special tool that lets you enjoy the delicious meal without burning your fingers or getting them wet!
Gepostet von Hophop am Montag, 5. Februar 2018
საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი სამზარეულოთი დაინტერესებაც. რა გასაკვირია, რომ ტურისტებს ხინკლის ტრადიციული მეთოდით, ხელით ჭამა უჭირთ. ხშირია მსუბუქი დამწვრობებისა თუ ხინკლის წვენის დაღვრის შემთხვევები.
Hop-hop-ის შემქმნელებმა ამ პრობლემების გადასაჭრელად მარტივი დიზაინის სპეციალური პროდუქტი შექმნეს – ხილკალმჭერი, რომლითაც ხინკლის მირთმევა ყოველგვარი უხერხულობების გარეშე შეგიძლიათ. ხინკალმჭერის დიზაინი იდეალურად ერგება ხინკლის კუჭს და საშუალებას გაძლევთ გართულებების გარეშე ისიამოვნოთ ამ უგემრიელესი საკვებით.
იკითხეთ რესტორნებში!
Arusuno
დაჩი გუჯაბიძისა და გიორგი ავალიანის ეს ერთობლივი პროექტი ყველაზე ექსცენტრული ქართული სტარტაპის ჯილდოს იმსახურებს.
“თუ ოდესმე გქონიათ შემთხვევა, რომ გდომებიათ, თქვენ შემდეგ ტუალეტში ცოტა ხანი არავინ შესულიყო, Arusuno თქვენთვისაა,” – ამბობს დაჩი პროდუქტის პრომო-ვიდეოში.
“არუსუნო” სპეციალური მოწყობილობაა, რომელსაც ოფისის, სახლის, სამუშაო სივრცის თუ საპირფარეშოს კარებზე დაამაგრებთ და ყველას ექნება საშუალება ტუალეტის დატოვების შემდეგ ხელის მარტივი მოძრაობით “არუსუნოს” ტაიმერზე მიუთითოს, რამდენი წუთი არაა რეკომენდებული ამ სივრცის ხელახალი გამოყენება.
პროდუქტი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია და შემქმნელები მისი წარმოებისთვის საჭირო თანხის მოძიებას ბიზნეს-ინკუბატორ Indiegogo-ს მეშვეობით გეგმავენ.
Momo
ჩვენი ახალი ყუთები❤️💃🏼
Gepostet von MOMO • მომო am Donnerstag, 1. März 2018
თუ ვინმესთვის რაიმე უღიმღამო საჩუქრის ჩუქებას აპირებთ, მარიამ ნუცუბიძის, მარიამ ასანიძის და მარი თევდორაშვილის სტარტაპი “Momo” დაგეხმარებათ თქვენი საჩუქარი შეფუთვის ხარჯზე გახადოთ დაუვიწყარი.
დაგვეთანხმეთ – ნებისმიერი რამ დასამახსოვრებელი და საინტერესო ხდება, თუ მას მანათობელ სასაჩუქრე ყუთში შეგიფუთავენ!
გარდა შეფუთვისა, Momo ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამკაულსა და ბიჟუტერიასაც გთავაზობთ.
Goat Mug
ქართული ყანწის ეს თანამედროვე ვარიანტი სლოვენიური სტარტაპის ქართულ ბაზარზე შემოსვლის წარმატებული მაგალითია. სლოვენიური Goat Story კიკსტარტერის პლატფორმაზე დაფინანსებული, ყავის ენთუზიასტების სტარტაპია.
მაღალი ხარისხის პლასტმასისა და ტყავისგან დამზადებული ამ პორტატული ყანწის ფასი 88 ლარია და მისი შეძენა ორ ადგილას შეგიძლიათ – ღვინის ბარ “დადი ბარში” და ყავის ბარ “მინიმალისტში.”
To be continued…