fbpx

Facebook-ის მომხმარებლებმა შესაძლოა 5000 დოლარის კომპენსაცია მიიღონ


გააზიარე სტატია

„ფეისბუკის“ წინააღმდეგ, აშშ ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ჯგუფური სარჩელი განხილვა დაიწყოს. სარჩელი სოციალური ქსელის მხრიდან მომხმარებლების ფოტოების უკანონო სკანირებასა და ამგვარად მოპოვებულ მასალაში მომხმარებლების ავტომატურ იდენტიფიცირებას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ფეისბუკის სახეების ამომცნობი აპლიკაცია, რომელიც 2010 წელს გაეშვა, მომხმარებლების პირად ფოტოებს მათი თანხმობის გარეშე ასკანერებდა, რის შემდეგაც მას ადამიანების იდენტიფიცირება შეეძლო.

ილინოისის შტატის კანონების მიხედვით, კომპანია შესაძლოა დაჯარიმდეს 1000-დან 5000 დოლარამდე მათი პირადი ფოტოების თანხმობის გარეშე გამოყენების ყოველ ჯერზე. სარჩელი ამჯერად მოიცავს ილინოისში მცხოვრები „ფეისბუკის“ მომხმარებლების უფლებებს, რომლების ინფორმაციაც სოციალური ქსელის საშუალებით 2011 წლის 7 ივნისიდან მოყოლებული ხელოვნური ინტელექტის მიერ უკანონოდ მუშავდებოდა.

სახეების ამოცნობის აპლიკაცია ევროპაში 2012 წლიდან აიკრძალა, თუმცა აპლიკაცია ჯერ კიდევ აქტიურია აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მისი გათიშვა კი მომხმარებელს ხელით შეუძლია.

წყარო: NPR


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.