fbpx

ნანკა გვარის მუსიკალური ონლაინპრემიერა AT.ge-ზე


გააზიარე სტატია

ნანკა გვარი მაყურებელმა პირველად რუსთავი 2–ის მუსიკალურ შოუ ,,დიდი სცენაში’’ გაიცნო. მან ცნობილი ჰიტი ,,ისევ შენ’’ შეასრულა.

სოციალურ ქსელებში მისი გამოსვლის 2 მილიონამდე ნახვამ და უამრავმა დადებითმა შეფასებამ ახალბედა მომღერალს სტიმული შემატა, რომ მუსიკალური კარიერა დაეწყო. პირველი და ამავდროულად ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა Bravo Records-თან ერთად დაიწყო და ,,ისევ შენ’’ ჩაწერა. მუსიკის ავტორი ალეკო ბერძენიშვილია.

სიმღერის ჩაწერის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ გადაღებულიყო კლიპი. გადაღებები დაიწყო 31 აგვისტოს და მიმდინარეობდა თბილისის ზღვაზე და რუსთავში. რეჟისორი თინა ატამია (თინა შარაშენიძე), ხოლო კოსტუმების მხატვარი და დიზაინერი გოლა დამიანი.

კლიპი გადაწყვეტილია თრეშის ჟანრში, სადაც “ნიზი” ქალღმერთის როლშია. მისი მთავარი გზავნილი ქალური სოლიდარობაა. კლიპში ქალღმერთიც კი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარებიან ქალი მცველები.

“ნიზი” პროფესიით მსახიობია, ამჟამად მუშაობს თეატრ ,,გლობუსში’’ ახალ სპექტაკლზე ,,პარტახი’’ ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით, რომლის რეჟისორიც სანდრო მრევლიშვილია.

ნანკა გვარის სასცენო სახელია n.e.a.s.y ანუ ნიზი. ეს მისი ბავშვობის დროინდელი ზედმეტსახელია, რომლის პირველი ასო Nanka–ს განსაზღვრავს, ხოლო easy მშვიდ და ადვილ მიდგომას ცხოვრების სირთულეების მიმართ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.