fbpx

Jo Malone London-ის ექსკლუზიური ბუტიკი 1 წლის იუბილეს აღნიშნავს


გააზიარე სტატია

სარეკლამო განთავსება

ჭავჭავაძის N42-ში მდებარე ბრიტანული ბრენდის, Jo Malone London-ის ბუტიკი ერთი წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნად „ლუტეცია ჯგუფმა”, რომელიც საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, ბრენდის მოყვარულებს ექსკლუზიური შეთავაზება მოუმზადა.

29 ოქტომბერს, ბუტიკის გახსნის ერთი წლის იუბილეზე, Jo Malone London-ის სრულ ასორტიმენტზე სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს. გარდა ამისა, ბუტიკის ყველა სტუმარი ამ დღეს შენაძენზე დამატებით საჩუქარს მიიღებს.

ხოლო ვინც ბრენდის დაბადების დღის აღნიშვნას სახლიდან გაუსვლელად გადაწყვეტს, 29 ოქტომბერს, ლუტეციას facebook გვერდიდან შეძენილ Jo Malone London-ის პროდუქტებზე ისარგებლებს უფასო მიტანის სერვისით.

ბრენდის პირველი მაღაზია 1994 წელს, ლონდონში, 154 Walston Street-ზე გაიხსნა. ექსკლუზიური არომატების შემქნელი ბრიტანელი პარფიუმერი, ჯოან ლეზლი მალოუნი გახლდათ. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული და რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ პარფიუმერულ ბრენდად ჩამოყალიბდა.

Jo Malone London-ის თითოეული მომხმარებელი უნიკალურია. ის გთავაზობთ არომატების კომბინაციებისა და თქვენი ხელწერით შექმნილი, ექსკლუზიური სურნელის მიღების შესაძლებლობას. არომატებს არ გააჩნიათ გენდერული სხვაობა. ისინი შემქნილია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

Jo Malone London-მა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა საჩუქრის მირთმევის ხელოვნება. არომატებთან ერთად, ბრენდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი სწორედ მისი განსაკუთრებული შეფუთვა გახლავთ. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ თავად შექმნათ Jo Malone London-ის ულამაზესი სასაჩუქრე ყუთები, რომელშიც პირადი სურვილებისა და გემოვნების მიხედვით მოათავსებთ თქვენთვის სასურველი პროდუქტების კომბინაციას.

Jo Malone London არომატულ სამყაროში მოგზაურობის ფართო არჩევანს გთავაზობთ:  არომატები; ტანის მოვლის ხაზი: ტანის სურნელოვანი კრემები, ლოსიონები, ხელის კრემები, საპნები და  ტანის დასაბანი გელები; თმის მოვლის ხაზი: ბრენდული სურნელით გაჯერებული შამპუნი და კონდიციონერი; არომატები სახლისთვის: სურნელოვანი სანთლები და დიფუზორები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.